შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized„გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე“

„გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე“

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გია თომაძემ გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება.

„გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი“, – -აცხადებს გია თომაძე.

გასულ თვეში პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს. ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  ასციტი მრავალმა პათოლოგიამ შეიძლება გა­მო­­იწ­ვიოს; ციროზი ყველაზე ხშირი მიზეზია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები