ეს ხე ფულს ნამდვილად იზიდავს ოჯახში

0
12

ფენშუის მიხედვით, საკმარისია, შინ გაზარდო ბარაქის ხე, რომ შენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება…

მაგრამ მაინც, როგორ მოვიზიდოთ შინ ფული ბარაქის ხის მეშვეობით?

მწვანე შეფერილობისა თუ მსუყე ფოთლების გამო ბარაქის ხე თითქოს მართლაც მოგვაგონებს  დოლარის მსხვილ კუპიურებს! მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის მიზეზი, რომ ამ მცენარეს ფულის ხე შეარქვეს…

ფულის ხე წვნიან ფოთლებში დიდი რაოდენობით ეთერზეთების შემცველობის წყალობით ააქტიურებს ტვინის მუშაობას და ადამიანის ფიზიკურ მონაცემებს. რეკომენდებულია, მოათავსოთ ფულის ხის ქოთანი სამუშაო მაგიდაზე: ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ სამუშაო მეტ სიამოვნებას განიჭებთ და შემოსავალიც მოაქვს!

იმისათვის, რომ სახლში ფული არ გამოილიოს, ჩაატარეთ შემდეგი რიტუალი: მცენარის დარგვამდე ქოთანში, ფსკერზე მოათავსეთ 6 ცალი რკინის ფული და წარმოიდგინეთ თავი წარმატებულ, ჯანმრთელ და მდიდარ ადამიანად. მცენარის ყოველ მორწყვაზე წარმოიდგინეთ იგივე სურათი და რაც შეიძლება მკვეთრად. ეს ხრიკი წარმატებისთვის დაგაპროგრამებთ!

თუკი, შინ უკვე გაქვთ გაზრდილი ბარაქის ხე, შეგიძლიათ, უბრალოდ, ჩაფლათ მონეტა ქოთანში. ეს თილისმა მაინც იმუშავებს თქვენ სასიკეთოდ! კარგი იქნება, თუკი ტოტებზე წითელ ლენტზე ჩამოკიდებულ მონეტებს დაკიდებთ.

ბარაქის ხე უკეთ გაიხარებს, თუკი უფრო დიდ ქოთანში ჩარგავთ და მეტ სინათლეს მისცემთ. იდეალური იქნება წითელი ან ბორდოსფერი ქოთანი, დასაშვებია ყავისფერი, შავი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი.

არ დაგავიწყდეთ ფოთლებიდან მტვრის გადაწმენდა და, ზოგადად, მცენარის მოვლა!

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi