პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedთირ­კმლის კი­ბო - სიმ­პტო­მე­ბი, დიაგნოსტიკა, პროგ­ნო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბა

თირ­კმლის კი­ბო – სიმ­პტო­მე­ბი, დიაგნოსტიკა, პროგ­ნო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბა

თირ­კმლის კი­ბო

თირ­კმლის კი­ბო, შე­საძ­ლოა, სის­ხლი­ა­ნი შარ­დვით, გვერ­დში ტკი­ვი­ლით ან ცხე­ლე­ბით გამოვლინდეს.
კი­ბო შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნონ სხვა მი­ზე­ზით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვ­ლე­­ვი­სას.
დი­აგ­ნოს­ტი­კა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ან მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით ხდე­ბა.
თუ კი­ბო სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში არაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა თირ­კმლის ამოკ­ვე­თამ გან­კურ­ნოს ადა­მი­ა­ნი.
თირ­კმლის კი­ბო ზრდას­რუ­ლებ­ში ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­თა 2-3%-ს შე­ად­გენს და 50%-ით უფ­რო მეტ მა­მა­კაცს აქვს, ვიდ­რე ქალს. მწე­ვე­ლებ­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი ორ­ჯერ მე­ტი­ა. რის­კ-ფაქ­ტო­რე­ბი­დან ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ტოქ­სი­კუ­რი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და სიმ­სუქ­ნე. სიმ­სივ­ნე, რო­გორც წე­სი, 50-70 წლის ასაკ­ში ვი­თარ­დე­ბა.
თირ­კმლის სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი­ა, მაგ­რამ სითხ­ის შემ­ცვე­ლე­ბი (ცის­ტე­ბი) – რო­გორც წე­სი, არა. თირ­კმლის კი­ბო თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში თირ­კმე­ლუჯ­რე­დო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მა­ა. კი­ბოს კი­დევ ერ­თი სა­ხე, ვილ­მსის სიმ­სივ­ნე, ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ში ვი­თარ­დე­ბა.
სიმ­პტო­მე­ბი
ყვე­ლა­ზე ხში­რად პირ­ვე­ლი სიმ­პტო­მი სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა­ა, მაგ­რამ სის­ხლი შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყოს, რომ მხო­ლოდ მიკ­როს­კო­პით მო­ხერ­ხდეს მი­სი აღ­მო­ჩე­ნა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა მან შარ­დის გა­წით­ლე­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. შემ­დე­გი ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმ­პტო­მე­ბია ტკი­ვი­ლი გვერ­დში (ნეკ­ნებ­სა და თე­ძოს შო­რის), ცხე­ლე­ბა და წო­ნა­ში კლე­ბა. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად, თირ­კმლის კი­ბოს ექი­მი აღ­მო­ა­ჩენს მუც­ლის გა­მო­ბე­რი­ლო­ბის გა­სინ­ჯვი­სას.
სის­ხლში წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­დოს (პო­ლი­ცი­ტე­მი­ა), რად­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თირ­კმლის ან თა­ვად სიმ­სივ­ნის მი­ერ ჰორ­მო­ნი ერით­რო­პო­ე­ტი­ნი გა­მო­ი­ყო­ფა, რო­მე­ლიც ას­ტი­მუ­ლი­რებს ძვლის ტვინ­ში ამ უჯ­რე­დე­ბის (ე­რით­რო­ცი­ტე­ბის) წარ­მოქ­მნას. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა სიმ­პტო­მე­ბით არ გა­მოვ­ლინ­დეს, ან ადა­მი­ანს აწუ­ხებ­დეს თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, თავ­ბრუსხ­ვე­ვა და მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვე­ბი. ამის სა­პი­რის­პი­როდ, თირ­კმლის კი­ბოს დროს შე­საძ­ლოა სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაც იყოს (ა­ნე­მი­ა), სის­ხლის შარ­დით ნელ­-ნე­ლა კარ­გვის გა­მო. ანე­მი­ამ შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად დაღ­ლა და თავ­ბრუს­ხვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. ზოგ ადა­მი­ანს სის­ხლში კალ­ცი­უ­მის მა­ღა­ლი დო­ნე აქვს (ჰი­პერ­კალ­ცი­ე­მი­ა), რაც სი­სუს­ტეს, დაღ­ლი­ლო­ბას, რე­აქ­ცი­ის დრო­ის შე­სუს­ტე­ბა­სა და ყაბ­ზო­ბას იწ­ვევს.
დი­აგ­ნოს­ტი­კა
დღეს­დღე­ო­ბით თირ­კმლის კი­ბო ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შემ­თხვე­ვით ვლინ­დე­ბა, რო­ცა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვა (მაგ. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია – კტ ან ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა) სხვა პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ტარ­დე­ბა, მაგ. მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დროს. თუ­კი ექიმს სიმ­პტო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეჭ­ვი მი­აქვს სიმ­სივ­ნე­ზე, დი­აგ­ნო­ზის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ან მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. საწყ­ის ეტაპ­ზე ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფია და ინ­ტრა­ვე­ნუ­რი უროგ­რა­ფი­აც შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზის­თვის კტ მა­ინც სა­ჭი­რო­ა. თუ კი­ბოს არ­სე­ბო­ბა და­დას­ტურ­და, შემ­დეგ სხვა კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა კი­ბოს სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბის  შე­სა­ფა­სებ­ლად (გულ­მკერ­დის რენ­ტგე­ნოგ­რა­ფი­ა, ძვლე­ბის სკა­ნი­რე­ბა, თა­ვის და გულ­მკერ­დის კტ). თუმ­ცა, ზოგ­ჯერ, რო­ცა კი­ბო ახა­ლგავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, ამის დად­გე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.
პროგ­ნო­ზი
პროგ­ნო­ზი მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, თირ­კმლის კი­ბოს დროს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნოს არ სცდე­ბა, 5-წლი­ა­ნი სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 85% ან მე­ტი­ა. თუ კი­ბო თირ­­კმლის ვე­ნა­ზე ან ქვე­და ღრუვე­ნა­ზეა გა­და­­­სუ­­ლი, მაგ­რამ არა უფ­რო შორს, 5-წლი­ა­ნი სი­­ცო­ცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 35-60%-ი­ა. რო­ცა კი­ბო მო­შო­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში­ცაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, 5-წლი­ა­ნი სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 10%-ი­ა. ზოგ­ჯერ მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნი ტკი­ვი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის მე­ტი კომ­ფორ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ა. რო­გორც სხვა ტერ­მი­ნა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ დრო­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხ­ე­ბის და­გეგ­მვა, მათ შო­რის წი­ნას­წარ გაცხ­ა­დე­ბუ­ლი ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბა
რო­დე­საც კი­ბო თირ­კმლის გა­რეთ არ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (ა­ნუ მე­ტას­ტა­ზი­რე­ბუ­ლი), და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნოს ქი­რურ­გი­უ­ლად ამოკ­ვე­თა გან­კურ­ნე­ბის დიდ შანსს იძ­ლე­ვა. ქი­რურ­გმა შე­საძ­ლოა მხო­ლოდ სიმ­სივ­ნე ამოკ­ვე­თოს, მე­ზო­ბე­ლი ქსო­ვი­ლის თხელ ფე­ნას­თან ერ­თად, რაც ზო­გავს და­ნარ­ჩენ ორ­გა­ნოს.
თუ­კი კი­ბო მე­ზო­ბელ ქსო­ვი­ლებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მაგ. თირ­კმლის ვე­ნა­ში ან სის­ხლის გუ­ლის­კენ გა­დამ­ტან დიდ ვე­ნა­ში (ქვე­მო ღრუ ვე­ნა), მაგ­რამ არა უფ­რო შორს, მა­ინც არის გან­კურ­ნე­ბის შან­სი ოპე­რა­ცი­ის გზით. თუმ­ცა, თირ­კმლის კი­ბოს ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე­ვე ახა­სი­ა­თებს გავ­რცე­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფილ­ტვში, მა­ში­ნაც კი, სა­ნამ სიმ­პტო­მე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. იმის გა­მო, რომ და­შო­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი ად­რე­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ვერ და­ის­ვას, მე­ტას­ტა­ზე­ბი ზოგ­ჯერ მხო­ლოდ მთე­ლი თირ­კმლის კი­ბოს ქი­რურ­გი­უ­ლად ამოკ­ვე­თის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე.
ზოგ­ჯერ ეფექ­ტუ­რია კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა იმუ­­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით, რა­თა მან თა­ვად და­ა­მარ­ცხოს და­ა­ვა­დე­ბა. ამ დროს კი­ბო პა­ტა­რავ­დე­ბა და სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბაც იზ­რდე­ბა. ასე­თი მკურ­ნა­ლო­ბის დროს თირ­კმლის კი­ბოს შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ტერ­ლე­ი­კინ-2. დღეს­დღე­ო­ბით მრა­ვა­ლი კვლე­ვა ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ლე­ი­კინ­-2-ზე, ინ­ტერ­ფე­რონ­სა და სხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე, მათ კომ­­­ბი­ნა­ცი­ებ­ზე, თირ­კმლის კი­ბოს უჯ­რე­დე­ბი­დან მი­ღე­ბულ ვაქ­ცი­ნებ­ზეც კი. მკურ­ნა­ლო­ბის ეს მე­თო­დე­ბი შე­საძ­ლოა ეფექ­ტუ­რი იყოს მე­ტას­ტა­­ზი­რე­ბუ­ლი კი­ბოს დროს, თუმ­ცა სარ­გე­ბე­ლი მა­ინც მცი­რე­ა. მე­ტას­ტა­ზუ­რი კი­ბოს მქო­ნე ადა­­მი­ა­ნე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დია მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: სუ­ნი­ტი­ნი­ბი, სო­რა­ფე­ნი­ბი და ტემ­სი­რო­ლი­მუ­სი. ამ მე­თოდს და­მიზ­ნე­ბი­თი თე­რა­პია ეწო­დე­ბა და სიმ­სივ­ნის მო­ლე­კუ­ლურ გზებ­ზე მოქ­მე­დებს. იშ­ვი­ა­თად (ა­და­მი­ან­თა 1%-ზე ნაკ­ლებ­ში), და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თირ­კმლის ამოკ­ვე­თა სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბის და­პა­ტა­რა­ვე­ბა­საც იწ­ვევს. თუმ­ცა, ეს მცი­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კი­ბოს დროს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ამო­იკ­ვე­თოს თირ­კმე­ლი. ეს მი­სა­ღე­ბია მხო­ლოდ მა­შინ, თუ ოპე­რა­ცია ზო­გა­დი გეგ­მის ნა­წი­ლი­ა, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის სხვა სის­ტე­მურ მე­თო­დებ­საც მო­ი­ცავს.

შარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

9 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

9 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები