„თუ სასიძო ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს…“ – ვისაც დაქორწინება სურს, ეს მინიშნებები უნდა იცოდეს

ქორწილის მინიშნებები — რაც დაქორწინებამდე უნდა იცოდეთ | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს – არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან და სტუმრებთან დაკავშირებითაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.

საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;

პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს – ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშოროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;

- Advertisement -
Ad imageAd image

ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;

როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;

სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;

თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია – წვიმა შურსა და ავ თვალს ცუდს ჩამორეცხავს;

თუ მოთოვს – ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;

არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება – ჩხუბი და დავიდარაბა იცის…

მინიშნებები პატარძლისთვის… ნახეთ სრულად

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). „თუ სასიძო ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს…“ – ვისაც დაქორწინება სურს, ეს მინიშნებები უნდა იცოდეს. 3 ოქტომბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/თუ-სასიძო-ჯვრისწერის-დღ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. „თუ სასიძო ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს…“ – ვისაც დაქორწინება სურს, ეს მინიშნებები უნდა იცოდეს [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9d-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network