ლოცვა მაისის თვისთვის და რიტუალი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

„სახლის გაწმენდისა და „დატკბობის“ რიტუალი, რათა 2026 წლის მთელმა მაისმა წარმატებით ჩაიაროს“, – აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„სახლის გაწმენდისა და „დატკბობის“ რიტუალი, რათა 2026 წლის მთელმა მაისმა წარმატებით ჩაიაროს  მაისი ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების თვეა. იმისთვის, რომ ენერგია თქვენს სასარგებლოდ ამუშავდეს და კეთილდღეობის გზები გაიხსნას, შეგიძლიათ ჩაატაროთ სახლის გაწმენდისა და „დატკბობის“მარტივი რიტუალი. ეს მეთოდი პრაქტიკულია, ხელმისაწვდომი და ეფუძნება ტრადიციას, რომლის მიხედვითაც სახლი ჩვენი საკუთარი სალოცავი და წმინდა სივრცეა.

გაწმენდისა და „დატკბობის“ რიტუალი:

სივრცის მომზადება: გააღეთ ფანჯრები, რომ ჰაერმა იცირკულიროს და თეფშზე დადგმული თეთრი სანთელი აანთეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

საჭირო მასალები: ერთი მუჭა შაქარი, თაფლი, ვარდის ფურცლები, დაფქული დარიჩინი და ერთი ჭიქა მარილიანი წყალი.

ნაბიჯები:

გაწმენდა: დაიბანეთ ხელები მარილიანი წყლით – ეს სიმბოლურად ნეგატიურ ენერგიასთან კავშირს გაწყვეტს.

დატკბობა: ხელისგულებზე წაისვით შაქარი და თაფლი. ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რასაც შეეხებით, „ტკბება“ და მხოლოდ კეთილ ამბებს იზიდავს.ბარაქის გააქტიურება: სახლის კუთხეებში მოაბნიეთ ცოტაოდენი დარიჩინი, რათა სიუხვის ენერგია გააღვიძოთ.

დასკვნითი ეტაპი: სანთლის გარშემო დააწყვეთ ვარდის ფურცლები და აცადეთ სანთელს ნელა დაიწვას.ეს რიტუალი არა მხოლოდ წმენდს გარემოს, არამედ ხელს უწყობს, რომ ურთიერთობები, სამსახური და ფინანსები მთელი თვის განმავლობაში ჰარმონიულად განვითარდეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ლოცვა მაისის თვისთვის: „სიუხვის ღვთიურმა ენერგიამ გამიხსნას გზები ამ ახალ თვეში.დაე, ჯანმრთელობა, სიყვარული, სამსახური და ფინანსები ჩემთან წონასწორობით მოვიდეს.დაე, ჩემი სახლი იყოს დაცული, ჩემმა ხელებმა მოიზიდოს ბარაქა,და მაისის ყოველი დღე იყოს დალოცვილი.ასეა და ასე იყოს!“ ამინ“, – წერს თამუნა იოსელიანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi