შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedმაისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის

ასტროლოგ ანა მზიანის პროგნოზი

3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე – გახშირდება თქვენი სტატუსის ამაღლებაზე საუბარი უფროსთან ან გავლენიან ადამიანთან. შეიძლება შემოგთავაზონ დაწინაურება და ამისათვის საბუთების მოგროვება. ზოგიერთს გელოდებათ სახელმწიფო ინსტანციაში სიარული, დოკუმენტების გაფორმება.

☀ 5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური – პლუტონთან – რთული, კონფლიქტური და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს.

☀ 6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) – ამ ასპექტით თქვენი შემოქმედებისა და სიყვარულის სფერო ხდება აქტუალური. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი, რომ არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში – ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.

☀ 6 მაისს პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე – პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და პლუტონი ბრუნდება კონკურეტულ წერილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. პლუტონი რეტროგრადული ხდება თქვენი პარტნიორობის სფეროში. რაღაც უნდა შეცვალოთ, ის, რაც აღარაა სიცოცხლისუნარიანი.

☀ 14 მაისს მზე-მერკურის შეერთება კუროში – ისევ თქვენი სტატუსის სფერო აქტიურდება, მაგრამ შეიძლება იყოს ბუნდოვანება, გაურკვევლობა, თუ საბუთები უნდა გააფორმოთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მოიმოქმედოთ.

☀ 17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე, უნდა დაიწყოთ კარიერული წინსვლისთვის მზადება. დაწინურება, სტატუსის შეცვლა თუ გსურთ, ახლა მოქმედების დროა. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, გააფორმოთ ხელშეკრულება, ზოგიერთს სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ რამის შეძენით, დაწყვილებით.

☀ 17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში – ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე – ახალი იდეების განხორციელება, თანამშრომლობა და ახალ ჯგუფში გაწევრიანება გელოდებათ. გახშირდება კომუნიკაცია მეგობრებთან, ერთად სადმე გამგზავრება. კარგი დროა ინტერნეტსაქმიანობისთვის, ონალაინურთიერთობის დაწყება ან თქვენი საქმიანობის რეკლამირება.

☀ 17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი კუროშია – ძალა და ენერგია მოგემატებათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბეჯითად და ჯიუტად მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

☀ 18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან – ახალი გაჯეტის შეძენა, ორიგინალური იდეების განხორციელება, საქმიანობაში აიტიტექნოლოგიების გამოყენება გელოდებათ. კარგი იქნება, თუ შეისწავლით კომპიუტერულ დიზაინს, სოციალური მედიის მართვის უნარებს ანუ იმ თანამედროვე ტექნილოგიას, რაც მომავალში თქვენი საქმიანობის წინსვლაში გამოგადგებათ.

☀ 19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე – ზოგიერთს შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო, ან გააბათ ფარული რომანი. ზოგიერთს მოგინდებათ სხვების დახმარება. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე, გაემგზავროთ სანატორიუმში, ჩაიტაროთ მასაჟის კურსი.

☀ 21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის – სოციალურ ქსელებში გააქტიურდებით, მოიმატებს სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ საკუთარი საქმიანობის რეკლამირებაზე.

☀ 22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია – ჩაიწერეთ ყველა იდეა, რაც დღეს დაგებადებათ. დღეს მიხვდებით, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ, რომ სოციალურად აქტიური, მოთხოვნადი და წარმატებული იყოთ.

☀ 25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან. მოერიდეთ უსიამოვნებას ფულის გამო. არ გირჩევთ ყურადღების ცენტრში მოხვედრას. განსაკუთრებით უსიამოვნო საქმის გამო.

☀ 26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან – გადახედეთ თქვენი მეგობრების, კლიენტების სიას, იქნებ რაღაც ცვლილებას საჭიროებს? ტრანსფორმაცია ელოდება პირად კავშირებსაც.

☀ 31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში – სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული, განსაკუთრებით შემოქმედებითი საქმიანობის, შვილიერების და სიყვარულის სფეროში. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ პროექტი, აირჩიოთ ჰობი, გაიგოთ, რომ გეყოლებათ შვილი… ვრცლად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა...

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.