3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე – გახშირდება კომუნიკაცია და მიმოსვლა სახლის თემებთან დაკავშირებით, სტუმრიანობა სახლში, მიიღებთ საბუთებს სახლთან დაკავშირებით.
5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური – პლუტონთან – რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს.
6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) – შემოქმედების, შვილიერებისა და ფლირტის, სხვისი შვილების თემაში უნდა იყოს რაღაც ცდუნება. შეიძლება სხვა მეტად დააფასონ ვიდრე თქვენ ან თქვენი შვილი და უსამართლობის განცდა გაგიჩნდეთ. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
6 მაისს პლუტონი, რომელიც თქვენს ნიშანშია, რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე – პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და ბრუნდება კონკრეტულ წერტილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. საკუთარი თავის ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოთ, რაღაც უნდა შეცვალოთ, რაც მძიმე ტვირთად გაწვებათ და არ გაძლევთ წინსვლის, განვითარების შესაძლებლობას.
14 მაისს მზე-მერკურის შეერთება გველოდება კუროში – ამ დღეს ფრთხილად იყავით საუბრისას, მგზავრობისას, საბუთების მოწესრიგებისას; განსაკუთრებით, თუ საქმე უძრავ ქონებას ან ნათესავებს ეხება.
17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე – სიახლეები გელოდებათ უძრავ ქონების თემაში. შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავი ქონების შეძენა, ან სახლისთვის იყიდოთ რამე, მიიღოთ საბუთი მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. სიახლეები იქნება სახლშიც, ოჯახის წევრებთან მიმართებაში.
17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში – ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე. განახლდება რომანტიკული მიმოწერა, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე სიარულის სურვილი. შეიძლება თქვენი შემოქმედების გამო მოგიწიოთ კომუნიკაციამ.
17 მაისიდან 23 ივნისამდე მარსი კუროშია – მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან, კარგი იქნება, სახლში რამის შეცვლა, მცირე სარემონტო სამუშაოს შესრულება, თუნდაც ავეჯის გადაადგილება. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაამუშავეთ.
18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან – რაღაც მოულოდნელი ინფორმაცია, შემოთავაზება შეიძლება მიიღოთ თქვენი რომანტიკის სფეროში. თუ შემოქმედებითი საქმიანობით ხართ დაკავებული, დაგებადებათ ახალი იდეები ან თქვენი ჰობით იამაყებთ. მოულოდნელი სიახლეები გელოდებათ შვილიერების თემაში ან შვილებთან.
19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე – გაგიუმჯობესდებათ სამუშაო პირობები, ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება უფრო სასიამოვნო გახდება. უფრო ხელსაყრელი გრაფიკი გექნებათ ან ახალი კოლეგა გამოგიჩნდებათ, – ახალი სასიამოვნო კლიენტები. შეიძლება დაიწყოთ მსუბუქი ვარჯიში, თავის მოალამაზება. თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით. ისე, კარგი იქნება სამედიცინო კვლევის ჩატარება. თუ ვინმეს დაქირავებას აპირებთ – მძღოლი, ძიძა, დიასახლისი – კმაყოფილი იქნებით მისი საქმიანობით.
21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის – უფრო რომანტიკული, მსუბუქი და კომუნიკაციისთვის მუდამ მზად გახდებით. სიამოვნებით შეასრულებთ შემოქმედებით საქმეებს, გახშირდება შეხვედრები, დღესასწაულებსა და წვეულებებზე დასწრების სურვილი. გამონახეთ დრო ფლირტისა და რომანტიკისთვის.
22 მაისს მზე თქვენს მმართველ ურანთანა შეერთებაშია – სასიამოვნო მოულოდნელოდები და რევოლუციური აფეთქებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში, შემოქმედებაში, შვილებთან. შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ (განსაკუთრებით, თუ ეკო გქონდათ), დაიწყოთ გიჟური პროექტის განხორციელება ან – რომანი.
25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან. შვილების ან შემოქმედებითი პროექტის გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რთული ან ტვირთი იქნება. უბრალოდ, არავინ მოგატყუოთ, დაგაგაგდოთ.
26 მაისს, მზე ასპექტშია პლუტონთან – სიყვარულმა შეიძლება ტრანსფორმაციული ცვლილება გამოიწვიოს თქვენში. შეიძლება დღესასწაული მოუწყოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს ან საკუთარ თავს.
31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში – სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული მეგობრობის, კოლექტივის, სოციუმის თემაში. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რაზეც აქამდე მუშაობდით სხვებთან ერთად.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

