მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის

0
81
#post_seo_title
 11 მარტს იუპიტერი – თქვენი მმართველი და დიდი ბედნიერების პლანეტა გამოდის რეტროგრადული სვლიდან, 30 ივნისამდე იუპიტერი კირჩხიბში იქნება – შეიძლება გრძნობდით, რომ რაღაც არ გამოდის, მოლაპარაკებები იშლება, ერთ ადგილს ტკეპნით. ახლა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. გათავისუფლდებით შინაგანი შიშებისგან და გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
♐️ 13 მარტს მარსი კვადრატშია მთვარის კარმულ კვანძთან – ისევ სახლთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. უნდა მოინდომოთ, თორემ სამყარო გაიძულებთ, რომ შეიძინოთ უძრავი ქონება, გააუმჯობესოთ სახლში საცხოვრებელი პირობები, აგარაკზე მაინც გაემგზავროთ და მწვადები მაინც შეწვათ; თუმცა, ფრთხილად აალებად და ფეთქებად ნივთებთან.
♐️ 14 მარტს მარსი შეერთებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – შეიძლება ცდუნებას აჰყვეთ, სხვების რჩევები არ გაითვალისწინოთ და ძალიან დაზარალდეთ, გაააფუჭოთ. ამიტომ, ფრთხილი და გააზრებული უნდა იყოთ, მჭრელ საგნებთან და საჭესთან ფრთხილად.
♐️ 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – არავის არაფერს არ დაჰპირდეთ და რასაც დაპირდებით, აასრულეთ, ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც დღესვე ვერ დაასრულებთ. უმჯობესია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე უკეთესი დროისთვის გადადოთ.
♐️ 16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – არავის არაფერი არ უთხრათ გაბრაზებულმა, შეიძლება ერთიერთში აუსრულდეს. კარგი დღეა შერიგებისთვის, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსაწორებლად ურთიერთობებშიც და დოკუმენტებშიც.
♐️ 19 მარტს, 05:23-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – სიახლე გელოდებათ სახლის, უძრავი ქონების სფეროში. შეიძლება ოჯახის ახალი წევრი გაგიჩნდეთ. ზოგიერთი კი შეიძლება უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. მაგრამ დოკუმენტური დადასტურება ცოტა მოგვიანებით ჯობია, როცა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა.
♐️ 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. თქვენს ცხოვრებაში იწყება რომანტიკის, დღესასწაულის პერიოდი. დაიწყეთ შემოქმედებით იდეების განხორციელება; ცოტა უფრო მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეთ შვილები მიმართ.
♐️ 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – ამ დრომდე რაღაც უნდა გადააკეთოთ, გამოაწოროთ, სახლში, უძრავ ქონებაში, თუნდაც ნათესავებთან მიმართებაში და 21 მარტიდან 2-3 დღის შემდეგ გააგრძელოთ მათზე მუშაობა. დაბრკოლება და შეცდომები ნაკლები იქნება.
♐️ 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – სიყვარულმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ გაფრთხილდით, რომ თავად ადამიანი იყოს საიმედო. გაგიძაფრდებათ ინტერესი პოეზიის, მუსიკისა და მხატვრობის მიმართ და შეიძლება რამე ღირებულიც კი შექმნათ.
♐️ 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – რასაც დაიწყებთ, დაასრულეთ. იყავით თვითდისციპლინირებული. შეიძლება გარკვეული შეზღუდვა და აკრძალვა (კი ვიცი, რომ არ გიყვართ) დაუწესოთ საკუთარ თავს, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი კეთილდღეობისთვის.
♐️ 30 მარტს ვენერა კუროში გადავა 24 აპრილამდე – საკუთარზე თავზე უნდა იზრუნოთ. თუ დიეტაზე იყავით ან ვარჯიშობდით, ახლა მიხვდებით, რომ მოკოხტავდით. მოგინდებათ გარემოს მოლამაზება. ზოგიერთმა შეიძლება კოლეგასთან გააბათ ფლირტი. ყოველდღიურ რუტინასაც კი სიამოვნებით შეასრულებთ.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის