მარტის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის

0
261
#post_seo_title

ასტროლოგ ანა მზიანის პროგნოზი

13 მარტს მარსი შეერთებაშია მთვარის კარმულ კვანძთან – დაფიქრდით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა მოგიტანთ წარმატებას მომავალში. ზოგიერთი სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებას, გადადგამთ რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯს.
☀ 14 მარტს მარსი დაპირისპირებაშია ლილიტთან, შავ მთვარესთან – ნუ აჩქარდებით, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, თუ საქმე ეხება ფულს, სიყვარულს ეხება.
☀ 15 მარტს მარსი შეერთებაშია რეტროგრადულ მერკურთან – შეიძლება ადრე დადებული დანაპირების შესრულება მოგთხოვონ ან გადააკეთოთ რაღაც პროექტი, ცვლილებები შეიტანოთ მასში.
☀ 16 მარტს მერკური დაპირისპირებაშია ლილიტთან – კონფლიქტის, უსიამოვნო საუბრის გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ თქვენებური დიპლომატია და სიდინჯე გამოავლინეთ, რომ კიდევ უფრო არ გაამწვავოთ სიტუაცია.
☀ 19 მარტს ახალმთვარეობა გველოდება თევზებში – უნდა გააქტიურდეთ, რომ სოციუმში რეალიზებული გახდეთ. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები, გახდეთ ახალი ჯგუფის, გუნდის წევრი. ზოგიერთი დაიწყებთ ინტერნეტსაქმიანობას.
☀ 20 მარტს 18:46-ზე მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, დგება გაზაფხულის ბუნიობა და ასტრონომიული ახალი წელი. ამ დღეს მზე თქვენი განმარტოების, დასვენების სახლში გადადის და ეცადეთ, მეტად გამოყოთ დრო განმარტოებისთვის, ისეირნოთ ბუნებაში, მოინახულოთ წმინდა ადგილები და შეძლებისდაგვარად (ფულით არა, პროდუქტებით და სამოსით) დაეხმაროთ შეჭირვებულებს.
☀ 21 მარტს მერკური მოძრაობას ასწორებს, რეტროგრადული სვლიდან გამოდის – თუ სწავლა რთულად მიდიოდა, თუ მეგობრები ვერ გიგებდნენ, თუ კოლექტივში ან სოციალურ ქსელებში გაურკვევლობა იყო, ახლა სიტუაცია გამოსწორდება. ეცადეთ, ამ დღემდე პროექტები, საქმეები გადააკეთოთ, გამოასწოროთ და 24 მარტიდან გააგრძელოთ. თავადაც იოლად მიიღებთ ინფორმაციას და თუ გამოწერილი ნივთის მიღება იყო გაჭიანურებული, ეგეც გამოსწორდება.
☀ 22 მარტს მზე ნეპტუნთან შეერთებაშია – გამონახეთ დრო და ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, თქვენს სულიერ სამყაროს. კარგი იქნება მედიტაცია, ლოცვა, იდეების დალაგება და ჩაწერა. მაგრამ ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ნურავის მოატყუებინებთ თავს.
☀ 25 მარტს მზე სატურნთან შეერთებაშია – დაისახეთ მიზანი, რასაც მომავალში განახორციელებთ, როცა თქვენი ნიშნისთვის უკეთესი დრო დადგება. შეიძლება გარკვეული აკრძალვა, შეზღუდვა დაუწესოთ საკუთარ თავს ან შეუდგინოთ დედლაინი, გრაფიკი.
☀ 30 მარტს თქვენი ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა 24 აპრილამდე – მოიმატებს შემოქმედობითობა, მოგინდებათ საკუთარი თავის მოლამაზება, თქვენთვის რაღაც ლამაზის შექმნა. გარემოს მეტად კომფორტულს გახდით, ურთიერთობებს – ჰარმონიულს. არაა გამორიცხული, რომ გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი