ზოდიაქო

მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით

მეუღლეთა შეთავსება ასაკით — განსხვავება და თავსებადობა | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

რთ წელს დაბადებულები- ქორწინება, საქმიანი პარტნიორობა არ არის სასურველი. თუ მათ სოციალური ამბიციები არ აქვთ და სურთ მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდი-გვერდ მონოტონურად ისხდნენ ტელევიზორთან, მაშინ ერთ წელს დაბადებულ ადამიანთა კავშირი მისაღებია, მაგრამ თუ მათ ლიდერული ხასიათი აქვთ –კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა ძალიან მაღალია.

განსხვავება 1 წელი – ხელს უწყობს სიმდიდრის დაგროვებას. ასეთი პარტნიორები ეხმარებიან ერთმანთს ფულის მოპოვებაში. როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან კავშირებში ადვილდება ვალების გასტუმრება.

განსხვავება 2 წელი – სიმდიდრის დაგროვების პერსპქტივები ფაქტობრივად არ არსებობს, სამაგიეროდ თქვენ გარანტირებული გექნებათ გრძნობების სიუხვე, სულიერი განვითარება, სექსუალური ერთიანობა. ზოგჯერ ასეთ კავშირები ხანმოკლეა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

განსხვავება 3 – 9 – 12 – 15 წელი – ასეთი განსხვავება წლებში კრიტიკულია. ასეთი ადამიანები ერთმანეთს მოუტანენ განცდებს, ბრძოლას კონკურენციას, დაპირისპირებას, მაგრამ ვისაც მძაფრი შთაბეჭდილებები, ბრძოლა სურს, – მათთვის ასეთი ერთიერთობა შეიძლება საინტრესო და პროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს, თუმცა 9 წლიანი განსხვავების შემთხვევაში, მაინც რთულია ჯანმრთელი კონკურენციის მიღება, უფრო ინტრიგების ქსელში გაბმული შეიძლება აღმოჩნდეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

განსხვავება 4 წელი- ჰარმონიული ურთიერთობების ალბათობაა. ბევრი საერთო ინტერესია. შესაძლებელია საერთო ბიზნესი, მოგზაურობა.

განსხვავება 5 – 10 – 15 – კარმული კავშირია, ადამიანები აბრუნებენ და თავისუფლდებიან კარმული ვალებისაგან, რომელიც მათ ან მათთმა წინაპრებმა დააგროვეს. ასეთ საქორწინო თუ საქმიან ურთიერთობებში მეტად პრივილიგირებულია უმცროსი პარტნიორი – მისი შესასრულებელი ამოცანები უფრო მსუბუქია. ასეთ კავშირებს ჰარმონიულს ვერ დავარქმევთ, თუმცა ისინი ხელს უწყობენ ცხოვრებისეული გზის სწორ არჩევანს, სულიერ განვითარებას, ფსიქოკომპლექსებისგან განთავისუფლებას.

განსხვავება 6 წელი- სახიფათო შეხამებაა, არსებობს დისჰარმონიული ტენდენციები. არ არის სასურველი.

განსხვავება 7, 14 წელი – საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. იწვევს ნეგატიური ტენდენციების, ენერგიების მოზიდვას. მაღალია ღალატის ალბათობა. სამაგიეროდ, საიდუმლო კავშირებისთვის (თუ არ გსურთ ურთიერთობის აფიშირება) – ასეთი ურთიერთობები იდეალურია.

განსხვავება 8 წელი – ჰარმონიული ურთიერთობები, შემოქმედებითი ურთიერთობის გამოვლენა.

- Advertisement -
Ad imageAd image

განსხვავება 16 წელი – პარტნიორები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. აქ არის თვითშემეცნების პროცესი, მაგრამ ცხოვრებისეულ გზაზე შეჩერება, გაყინვა, წინსვლაზე უარის თქმა, – ანგრევს ამ კავშირს..

განსხვავება 11 წელი – მოულოდნელობებით აღსავსე კავშირია, აზარტი, ერთიანობა და წინააღმდეგობა ერთროულად. შესაძლებელია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისას დაწეროთ ბესტსელერი, არაამქვეყნიურმა განცდამ, გრძნობამ, მოგაპოვებინოთ მილიონი, თუმცა იგივე ალბათობით დაკარგოთ ყველაფერი.

განსხვავება 13 წელი – არ გვპირდება მსუბუქ ურთიერთობებს, მაგრამ თუ თქვენ არ გეშინიათ საბედისწერო სიტუაციების და მიილტვით სულიერი ტრანფორმაციისაკენ, მაშინ ასეთი კავშირები თქვენთვის საინტერესო იქნება.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით. 19 აპრილი, 2024. https://shenihoroskopi.ge/მეუღლეთა-ურთიერთშეთავსე/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a6%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%94/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network