#post_seo_title

მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით

მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

მამაკაცებს შორისაც არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლის გათვალისწინებითაც ადვილია დავადგინოთ მამაკაცში ერთგულების დონის კოეფიციენტი, მასთან პირველივე ნაცნობობისას.

 

დავიწყოთ ზოგადი ანალიზით. სტატისტიკურად ყველაზე დიდი მექალთანეები ასტროლოგთა აზრით მშვილდოსნის, ტყუპის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შორის გვხვდებიან. სამივე ორმაგი ნიშანია, სამივე მუტაბელურ (ცვალებად) სტიქიას განეკუთვნება, ასე რომ არაფერია გასაკვირი. თუმცა თავად ღალატის მიზეზებია სხვადასხვა. ტყუპს მრავალფეროვნება იზიდავს, მშვილდოსნებს თავგადასავლები და სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ნადირობის პროცესი, ხოლო თევზები ზედმეტი ხათრიანობის გამო აგროვებენ მეგობარი ქალების მთელ არსენალს და ხშირად ერთთან და ორთან კი არა, სამ ან ოთხ ქალთანაც აქვთ გაჩაღებული მხურვალე რომანი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გაცილებით ერთგულები არიან ურთიერთობაში ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ლომი და ვერძი. ლომი ბუნებით ზარმაცია, ამიტომ თუკი ისეთი ქალი იპონა, რომელიც მას ყოველმხრივ ან თითქმის ყოველმხრივ აკმაყოფილებს, სავარაუდოდ ახალ-ახალ ფისუნიებზე ნადირობის სურვილი ნაკლებად გაუჩნდება. რაც შეეხება ვერძს, იგი იდეალისტია. ამიტომ მანამ სანამ სატრფო ზეაღმატებულ ხარისხში ჰყავს აყვანილი, სხვა ქალების არსებობას თავის გარშემო პრაქტიკულად ვერც კი ამჩნევს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპს ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ჰაერის სტიქიის დანარჩენი ორი წარმომადგენელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სტაბილურობით. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ მათ ინდივიადუალურ კოსმოგრამაში მიწის სტიქიის დომინანტობა არ იგრძნობა სასწორები და მერწყულებიც პოლიგამიისკენ არიან მიდრეკილნი.

რაც შეეხება კირჩხიბს და მორიელს, ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შორის განსხვავება ისეთივე დიდია, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. თუმცა ღალატისკენ მიდრეკილი მათ შორის კირჩხიბი უფროა ვიდრე მორიელი. მორიელი თუ ღალატობს კიდეც, ამისკენ ძირითადად პარტნიორის საქციელი და შურისძიების გრძნობა უბიძგებს.

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით. 15 ოქტომბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/მოღალატე-მამაკაცები-ზოდი/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს მიხედვით [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network