ტაროს კარტი

რას მოუტანს თითოეულ ადამიანს 11-დან 18 აგვისტომდე პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთება

მარსისა და იუპიტერის შეერთება 11–18 აგვისტოს | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
1 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

11-დან 18 აგვისტომდე ტყუპების ნიშანში პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთებაა.

პლანეტა მარსი – ვერძის ნიშანში მომავლის კვანძის ენერგიას განკარგავს. ამიტომ, მისი ნებისმიერი ტრანზიტი კარმულია, იწვევს დიდ ცვლილებებს და ადამიანებს სამომავლო წარმატებებში ეხმარება. იუპიტერი კი მსოფლმხედველობის გაფართოებაზე, ცოდნის მიღებაზე, მოგზაურობასა და ახალ თავგადასავლებზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ამ ორი პლანეტის გაერთიანებას ასტროლოგიაში მნიშვნელოვან მოვლენად თვლიან.

ამ პერიოდში მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები თქვენთვის იმაზე ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე გეგმავდით. ახლა გაქვთ შანსი, არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთოთ და დაგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
გარდა ამისა, ეს დღეები ძალიან ძლიერი ენერგიით ხასიათდება. ამიტომაც, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი, მაგრამ სასიამოვნო სიახლეები შეგხვდეთ და ტრანსფორმაცია ამ მიმართულებითაც დაიწყოთ.

შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეების წამოსაწყებად და ცოდნის მისაღებად. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასევე, აღსანიშნავია, რომ ორი პლანეტის კარმული შეერთება ტყუპების ნიშანში ხდება. ტყუპები კი კომუნიკაციაზე, მოგზაურობაზე, მარკეტინგზე, ფინანსურ ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. თუ თქვენ ონლაინ ბიზნესი გაქვთ ან დიდი ხანია, ინვესტორის ზარს ელოდებით, შესაძლოა, ნანატრი შეთავაზება, წარმატება ზუსტად ამ პერიოდში მოვიდეს თქვენთან და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იგრძნოთ. აღნიშნულ დღეებში გაფორმებული ხელშეკრულებები კი გაცილებით შედეგიანი და სასარგებლო იქნება.

გექნებათ საკმარისი შემართება, რომ თქვენს ცხოვრებაში წარმატებებისაკენ რეალური ნაბიჯები გადადგათ. ამიტომაც, გამოიყენეთ აღნიშნული დღეების ენერგია იმისათვის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეები წამოიწყოთ.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). რას მოუტანს თითოეულ ადამიანს 11-დან 18 აგვისტომდე პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთება. 8 აგვისტო, 2024. https://shenihoroskopi.ge/რას-მოუტანს-თითოეულ-ადამ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რას მოუტანს თითოეულ ადამიანს 11-დან 18 აგვისტომდე პლანეტა მარსისა და იუპიტერის კარმული შეერთება [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network