პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedრა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება...

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა…

გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა ტუჩზე დატანილი ფერების მიხედვით?

„ზოგიერთ კბილის პასტაში შედის ფტორი, შესაძლოა, მისმა გადაჭარბებულმა რაოდენობამ ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს დედის მეშვეობით“ – განაცხადა ჰარვარდის მეცნიერმა ფილიპ გრანდჟანმა.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში.

„დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ფტორი შეიძლებოდა დამაზიანებელი ყოფილიყო ორგანიზმისთვის. უახლეს კვლევებში შევაჯამეთ ორსულებისა და ბავშვების მონაცემები. დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში, კერძოდ IQ – ში. ფტორს ძირითადად სასმელი წყლიდან ვიღებთ, თუმცა როცა ამას ემატება კბილის პასტიდან მიღებული ფტორი, უკვე სარისკოა.

ფტორი კარიესის განვითარებას უშლის ხელს, ის აუცილებელია კბილებისთვის, თუმცა, ძალიან ცოტა რაოდენობით და მხოლოდ კბილების ზედაპირზე, – არა ორგანიზმში. ჩვენი რეკომენდაციაა, ჯაგრისზე დაიტანოთ ძალიან ცოტა კბილის პასტა, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის და გახეხვის შემდეგ სრულად გამოირეცხოთ პირის ღრუდან. ბავშვები კბილის ხეხვის დროს ყლაპავენ კბილის პასტას. კვლევებით დადგინდა, რომ ასეთი ბავშვების ორგანიზმში ფტორის გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომში ცირკულაციის შედეგად ხვდება ტვინში და იწვევს მის დაზიანებას“ –  დასძინა ფილიპ გრანდჟანმა.

ქირურგმა, პარადონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ფერად ზოლებს სულ სხვა დანიშნულება აქვს, საერთოდ არ აქვს კავშირი კბილის პასტის შემადგენლობასთან.

„ეს ნიშნულები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხანაში გაიზომოს თუ რა სიგრძის ტუბი უნდა მოჭრას და შესაბამისად, ის აპარატი, რომელიც ამას აკეთებს ამ ნიშნულით ხვდება რა სიგრძეზე უნდა მოჭრას. პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, ამის მიხედვით არასდროს შეარჩიონ კბილის პასტა.

პაციენტს თუ აქვს ღრძილის ანთების მიმართ მიდრეკილება, მისთვის განკუთვნილ კბილის პასტაში უნდა შედიოდეს ან ქლორჰექსიდინი ან ეთერზეთები. ვისაც კარიესის მიმართ აქვს მიდრეკილება, მათ უნდა ჰქონდეთ ფტორირებული კბილის პასტა“ – აღნიშნა თეა ნაცვლიშვილმა.

ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელიც პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს და ეფექტურია, როგორც კარიესის, ასევე, ინფექციებისგან თავის დასაცავად. ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, მეცნიერების ნაწილს ტრიკლოზანის მიმართ საეჭვო დამოკიდებულება აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაქტერიების რეზისტენტობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით დადგინდა ტრიკლოზალის უარყოფითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა ადამიანზე, შესაბამისად, მეცნიერებს გადაჭრით უჭირთ იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ტრიკლოზანიანი კბილის პასტები გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში. კბილის პასტა, რომელიც წყალში ძალიან ქაფდება – ასეთი კბილის პასტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ – აღნიშნეს გადაცემაში .

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

10 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები