წითელი ძაფი

რომელ დღეს და როგორ შევასრულოთ „წითელი ძაფის“ პრაქტიკა – ეზოთერიკოსის რჩევა

წითელი ძაფის პრაქტიკა — როდის და როგორ შევასრულოთ | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გამომწერებს ხშირად უზიარებს ასტროლოგიასა და ეზოთერიკასთან დაკავშირებულ რჩევებს. ამჯერად, მან წითელი ძაფის, როგორც დაცვის საშუალების შესახებ დაწერა.

„წითელი ძაფი – დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო. ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა.  ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის – ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს.  როდის შევასრულოთ?

პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა.  რიტუალის მსვლელობა: აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩურჩულით თქვით: „ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი – ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია:  I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“  II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“  III კვანძი: „უკან ვაბრუნებ – იქ, საიდანაც მოვიდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:„ამ კვანძით დაცული ვარ – არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ – ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია – სიტყვით დაბეჭდილია!“  მნიშვნელოვანია: ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ – ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.“ – წერს თამუნა იოსელიანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2026). რომელ დღეს და როგორ შევასრულოთ „წითელი ძაფის“ პრაქტიკა – ეზოთერიკოსის რჩევა. 5 მაისი, 2026. https://shenihoroskopi.ge/რომელ-დღეს-და-როგორ-შევას/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რომელ დღეს და როგორ შევასრულოთ „წითელი ძაფის“ პრაქტიკა – ეზოთერიკოსის რჩევა [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network