პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება“ - გიორგი ფხაკაძე ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ...

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება“ – გიორგი ფხაკაძე ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრს ეწვია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

გიორგი ფხაკაძე ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხემძღვანელობას.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, აკრედიტაცია კანადასთან.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია რომლის ბაზაზეც 1980 წელს ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, სადაც დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.

ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი პოსტოპერაციული განყოფილება , რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

9 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

9 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები