კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedსატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა - დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის...

სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა – დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ ზოიძემ, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და დღის ცენტრს მიკრო-ავტობუსი გადასცეს, რომელიც ბენეფიციარებს მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა.
რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაში“ ფუნქციონირებს:
• დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, რომელშიც ჩართულია 6-დან 18 წლამდე ასაკის 25 ბავშვი;
• დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელშიც ჩართულია 18-25 წლამდე ასაკის 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
დღის ცენტრებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტირებით, ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგის, სპეც. პედაგოგების, ოკუპაციური თერაპევტის, მუსთერაპევტის, ერგოთერაპევტის მომსახურებით. ასევე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთათვის ნევროპათოლოგების, თერაპეტების, მასაჟისტების, ლოგოპედის დახმარებით ხდება მთი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები