#post_seo_title

ცრურწმენები, რომელსაც დღემდე ითვალისწინებენ

ცრურწმენები, რომელსაც დღემდე ითვალისწინებენ | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

დღე-ღამის ბნელი დრო ყოველთვის მისტიკურ და იდუმალ პერიოდად იყო მიჩნეული. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ბნელი ძალები აქტიურდებოდნენ და ამიტომ გარკვეულ საქმიანობაზე უარს ამბობდნენ, რათა სახლში უბედურება და სიღარიბე არ მოეზიდათ.

ნაგვის გადაყრა – ეს მატერიალურ დანაკარგს გიქადით. ამ შეხედულების დღესაც ბევრს სჯერა. როგორც უკვე ვთქვით, ღამით უწმინდური ძალები აქტიურდებიან და სახლიდან რამის გატანა ნამდვილად არ წაგადგებათ.

ამ ცრურწმენის ფესვები საიდან მოდის ბოლომდე არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მეზობელისგან გაჭორვას ერიდებოდნენ, რა გაქვს დასამალი? რატომ გაგაქვს ნაგავი სიბნელეში? თითქოს რაღაც დანაშაულს სჩადიოდე სხვის უჩუმრად

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დანის დატოვება მაგიდაზე – ღამით, მაგიდაზე დატოვებული დანა ავადმყოფობებსა და უსიამოვნებებს იწვევდა. ითვლებოდა, რომ დანის დატოვებით, თავად აძლევ იარაღს ხელში უწმინდურ ძალას, რომელსაც ის შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

13 რიცხვი და არაფრის გაკეთება არ შეიძლება პარასკევს -13 რიცხვში-ბიბლიის მიხედვით თითქოს ამ დღეს მოკლა კაენმა თავისი ძმა აბელი, დროთა განმავლობაში ლეგენდამ ათასობით ჭორი წარმოშვა, რის მიხედვითაც ციფრი 13 უბედურების და უიღბლობის სინონიმად გადაიქცა.

კარის ზღურბლზე რაიმე საგნის გადაცემა არ შეიძლება – ძველ დროში ადამიანები წინაპრების ფერფლს სახლის ზღურბლის ქვეშ ინახავდნენ, სწორედ ამიტომ მიუღებელი იყო კარის ზღურბლზე ჩამოჯდომა ან რაიმე საგნის გადაცემა, ეს იყო ზღვარი ერთგვარი საიქიო (ზღურბლთან)და სააქაო(სახლში) ცხოვრების გასაყარზე.

შავი კატის გადარბენა -შუა საუკუნეებში ქალაქებში ღამით მხედარს წინ გადაურბენდა ხოლმე მაწანწალა კატა, რის შედეგადაც ცხენი ფრთხებოდა და არც თუ იშვიათად მხედარს ძირს აგდებდა.

არ შეიძლება 40 წლის აღნიშვნა -ციფრი 40 საკრალურია უამრავ კულტურაში, ხშირად გვხვდება ბიბლიაში(წარღვნა 40 დღე, მოსემ 40 დღე ატარა ებრაელები უდაბნოში, 40 დღე დაჰყო იესომ მონათვლის შემდეგ უდაბნოში და სხვა…)40 დღეს პატივისცემით ეპყრობოდნენ წინაპრები, იგი დაკავშირებულია დაბადებასთან და სიკვდილთან, მიღებულია ასეთი წესი, რომ 40 დღე არ შეიძლება უცხომ ნახოს ახალშობილი ბავშვი, მიცვალებულის სული მხოლოდ 40 დღის შემდეგ სტოვებს სააქაოს..სწორედ ამის გამოა დამკვიდრებული ცრურწმენა, რომ 40 წლის აღნიშვნა არ შეიძლება.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). ცრურწმენები, რომელსაც დღემდე ითვალისწინებენ. 29 ოქტომბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/ცრურწმენები-რომელსაც-დღ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ცრურწმენები, რომელსაც დღემდე ითვალისწინებენ [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%93%e1%83%a6/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network