ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
7 წუთიანი წაკითხვა

ვერძი

ვერძები გემრიელობების მოყვარულები არიან, მაგრამ საჭმლის კეთება დიდად არ უყვართ, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჭარბი წონა აწუხებთ. თუ შენ დაიბადება ამ ნიშნით, ჯობს „წასუსნავებისგან“ თავი შეიკავო. გაითვალისწინე ისიც, რომ არაა აუცილებელი ყველაფერი ერთდროულად შეჭამო, გადაანაწილე!

არ ჭამო: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოიკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.

- Advertisement -
Ad imageAd image

კურო

კუროებს – ისე, როგორც არცერთ სხვა ნიშანს, აქვს „შენელებული“ ნივთიერებათა ცვლის სისტემა. თან ამავდროულად არიან გურმანები და უყვართ როგორც საჭმლის კეთება, ასევე ჭამაც. ამიტომაცაა, რომ თვალის დახამხამებაში იმატებენ. მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი, რაც მათ აქვთ ეს ღამით ჭამაა. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხარ გაითვალისწინე, რომ ძილის წინ ნოყიერად შეჭამო (სასურველია ხორცი და ბოსტნეული), რათა ღამის 4 საათზე შიმშილმა არ გაგაღვიძოს და მაცივრისკენ არ მიიპარო.

არ ჭამო: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოუკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.

ტყუპები

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები – ზოდიაქოს ყველაზე ორაზროვანი ნიშანი. ერთის მხრივ დაუცველები არიან, მეორე მხრივ კი მათ იშვიათი შინაგანი ძალა და კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი და უდიდესი მინუსი რაც მათ აქვთ, სტრესთან ალკოჰოლითა და შოკოლადებით გამკლავებაა. თუ კი ხარ ზოდიაქოთი – ტყუპები მაშინ არასოდეს გამოტოვო საუზმე, სადილი ან ვახშამი. თორე მერე ხუთმაგად აანაზღაურებ და ზედმეტი მოგივა.

READ  6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე

არ ჭამო: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და ძლიერი სასმელები.

ჭამე: ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, მჭლე ხორცი (არა უმეტეს დღეში ერთხელ), მარცვლეული. თუ კი ალერგიული არ ხარ, მაშინ შაქარი სრულად უნდა ჩაანაცვლო თაფლით.

კირჩხიბი

კირჩხიბი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა თუ ნერვებმა უმტყუნეს ცოტა ზედმეტი მოსდის. თუ კი ხარ კირჩხიბის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული დაიმახსოვრე, რომ არასოდეს ჭამო როდესაც აფორიაქებული ან განერვიულებული ხარ. მოიცადე, დაწყნარდი და მერე ჭამე.

არ ჭამო: საკონდიტრო ნაწარმი, უმი ბოსტნეული, ხილი (ლიმიტირებულად). ულუფები უნდა იყოს ზომიერი. ჭამის დროს კანფეტები ან ღვინის მიყოლებაზე უარი თვის მაინც.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, მჭლე თევზი. დაამატე რაციონს ნიორი და ასევე დღეში ერთხელ ბოსტნეულის სუპსაც თუ მიიღებ კარგი იქნება.

ლომი

ლომებს – როგორც მოგეხსენებათ, გემრიელად და ბევრის ჭამა უყვართ. სწორედ ამ ტემპერამენტის ბრალია მათი ჭარბ წონაც. თუ კი ლომი ხარ – კი ბატონო, ჭამე რამდენიც მოგესურვება, მაგრამ შეეცადე რაციონი ჯანსაღი პროდუქციით გაამდიდრო.

არ ჭამო: ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი.

ჭამე: ციტრუსები, რძის პროდუქტები და თეთრი ხორცი. აუცილებლად მიიღე ნიორი, ნიახური, კარტოფილი, ლეღვი და გამხმარი გარგარი. საგულდაგულოდ დაღეჭე ლუკმები და ძილის წინ ნუ შეჭამ!

ქალწული

ქალწულები – ყველაზე პრეტენზიულები არიან, თუმცა ჯანსაღად იკვებებიან. დეტალურად ეცნობიან პროდუქციას და მხოლოდ შემდეგ მიირთმევენ მას. თუ შენც ზოდიაქოთი ქალწული ხარ ერთი რჩევა მექნება, ვიცი რომ გიყვარს პური და სწრაფი კვების ობიექტების გემრიელობები მაგრამ შეეშვი, შენ ამაზე ძლიერი ხარ! და კიდევ, ლუკმები დიდხანს და გულიანად დაღეჭე.

არ ჭამო: ტკბილეული და შებოლილი ხორცი და ალკოჰოლი საერთოდაც დაივიწყე.

ჭამე: პასტა, მარცვლეული, შემწვარი ბოსტნეული და რძის პროდუქტები. შენი ხილია ბროწეული, ყურძენი, გარგარი და ვაშლი.

READ  ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ყოფილები ხდებიან

სასწორი

სასწორებს – კარგი ჯანმრთელობა აქვთ, თუმცა მათი სუსტი წერტილი მარილიანი და ცხიმში გამომცხვარი საკვებია. სწორედ ეს ანადგურებს მათ ჯანმრთელობასა და წონაშიც ამატებინებს. თუ კი ხარ სასწორი მაშინ დაიმახსოვრე, იკვებე ხშირ-ხშირა და ზომიერად. ვიცი, ცოტა უენერგიოდ ხარ ხოლმე, მაგრამ თუ კვების რაციონს გააკონტროლებ უცებ მოყოჩაღდები!

არ ჭამო: მწნილები, შებოლილი ხორცი, ცხიმებში გამომცხვარი საჭმელები.

ჭამე: მარცვლეული, პასტა ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტები და ფრინველი. შენს რაციონი მუდმივად უნდა იყოს გამდიდრებული სპილენძით (კიტრი, თაფლი, მიუსლი), მანგანუმით (გოგრა, ყავისფერი ბრინჯი) და E ვიტამინი (მცენარეული ზეთი).

მორიელი

მორიელები – მართალია არასდროს ამეტებენ ულუფას და არც წონის პრობლემები აქვთ, მაგრამ მათი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ არიან ალკოჰოლის მოყვარულებია. თუ კი მორიელი ხარ პირველ მინდა გირჩიო, რომ მიიღო ბევრი-ბევრი უალკოჰოლო, სუფთა, კამკამა, ჩვეულებრივი წყალი.

არ ჭამო: ცხარეები და გამომცხვარი საჭმელები.

ჭამე: ზღვის პროდუქტები, ხორცი, კომბოსტო, ციტრუსის და ვაშლი. სასურველი თუ რაციონში ვანილს, ჯინჯერს და ბალზამიკოსაც დაამატებ იკვებე დღეში 5-6-ჯერ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები – საკმაოდ ძლიერი და ენერგიული ადამიანები არიან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათთვის ალკოჰოლი და ცხიმიანი საჭმელები არ შეიძლება. ასე, რომ თუ კი ხარ მშვილდოსანი ეცადე ერიდო ამ არასასარგებლო როდუქციებს.

არ ჭამო: შებოლილი და ღორის ხორცი, ასევე მარილიანი და ტკბილი საკვები.

ჭამე: მცენარეული ცხიმები, ზღვის დელიკატესები და რძის პროდუქცია. არ დაივიწყო მწვანილებიც!

თხის რქა

თხის რქები – ზოგადად გახსნილი და ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანები არიან, როდესაც საქმე ეხება საჭმლის დაგემოვნებას. ამასთანავე, ისინი ძალიან დაკავებულები არიან და ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ საჭმლის მომზადებას. ჩემი რჩევა იქნება, ნუ გასინჯავ და შეჭამ ყველაფერს, ცოტა აკონტროლე. გამოყავი გარკვეული დრო, მოამზადე სახლში საჭმელი და ატარე თან. ასე თავიდან აიცილებ დაუგეგმავი და გაურკვეველი რაღაცების ჭამას.

არ ჭამო: ტკბილეული, ისპანახი, შემწვარი და დაკონსერვებული საკვები. არ შეიძლება ნახშირწყლებისა და ცილების ერთად მიღება. ასევე ჭამის შემდეგ დესერტიც გეკრძალება.

READ  როგორ გამოგიტყდებიან სიყვარულში ზოდიაქოს ეს ნიშნები

ჭამე: მარცვლეული პური, ხაჭო, პასტა, კეფირი, შემწვარი ბოსტნეული და მჭლე ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო. ხილის არჩევისას, უპირატესობას მიანიჭე: ალუბალს, მაყვალს, კომშს, მარწყვს და ქლიავს. ჩაანაცვლე შაქარი თაფლით.

მერწყული

მერწყულები – საკმაოდ გურმანები არიან და უჭირთ თავის კონტროლი, როცა საქმე ეხება საჭმელს. თუ კი ხარ მეწყული ერთ-ერთი ყველაზე დიდი რჩევა იქნებოდა, რომ ცოტა მოთოკე შენი თავი.

არ ჭამო: ნამცხვრები და შებოლილი ხორცი.

ჭამე: წიწიბურა, ბოსტნეულის სუპები, ხილი (კომშის, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი), ბოსტნეული (ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო), თევზი და თეთრი ხორცი. რძის პროდუქტები ყოველდღე მიიღე.

თევზები

თევზებს – ძირითადად აწუხებთ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მარტივი წესების დაცვა. არ გინდა არც მშრალი და მჟავე საჭმლებით ორგანიზმის გადატვირთვა.

არ ჭამო: ცხიმები, შაქარი და ცხარე სოუსები.

ჭამე: საზაფხულო ბოსტნეულის სალათები, მარცვლეული (ბარელი, ბრინჯი, წიწიბურა), ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, კაკალი და მზესუმზირა. ჭამე ერთი და იმავე დროს და კვების წინ (30ჭთით ადრე) მიიღე (0.5) მინერალური წყალი.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. 30 სექტემბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/ჯანსაღი-ცხოვრების-წესი-ზ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%96/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.