10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

შეეცადეთ, იმოქმედოთ თავდაჯერებულად, ისე, რომ სხვებში თქვენი საქციელი ეჭვს არ იწვევდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს ტყუილად დახარჯავთ. საღამოს, აქტიურად დაისვენეთ, განტვირთვა ახლა ძალიან გჭირდებათ.

კურო

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შესაძლოა, გაუბედაობა დაგეუფლოთ, ამიტომ, სჯობს, მნიშვნელოვანი გეგმები სამომავლოდ გადადოთ, ეს დღე კი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები, ერიდეთ სულსწრაფობას და იმპულსურობას, შესაძლოა, თქვენი მწვავე რეაქციით ირგვლივ მყოფები დააფრთხოთ, მარტო დარჩენილი კი საქმეს სათანადოდ თავს ვერ გაართმევთ.

კირჩხიბი

ყველაფერს მოასწრებთ და კარგ შედეგებსაც მიიღებთ, თუ ზომიერებას დაიცავთ. გააკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ფინანსების ზედმეტად ხარჯვას.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

დაფიქრდით, გათვალეთ მიზნისკენ მიმავალი გზები, სტრატეგია. მოისმინეთ სხვათა აზრი, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ თვითონ მიიღეთ, საჭიროების შემთხვევაში, კი მოახდინეთ გეგმების კორექტირება. გახსოვდეთ, უქმე დღეს, დასვენება აუცილებელია.

ქალწული

შესაძლოა, დღეს ყოველ წვრილმანზე გაღიზიანდეთ, გაგიჭირდებათ სერიოზულ საკითხებზე კონცენტრირება. სჯობს, გაერიდოთ უსარგებლო საუბრებს და მეტად დაისვენოთ.

სასწორი

რაც უნდა ძნელი იყოს, აუცილებლად გააგრძელეთ დაწყებული საქმე და მოიშორეთ გონებიდან აბეზარი ფიქრები, რომლებიც ცუდ განწყობაზე გაყენებენ. დღე გაატარეთ ოჯახურ და მეგობრების გარემოში.

მორიელი

სასიკეთო დღეა, შეეცადეთ, დაიწყოთ რაიმე მნიშვნელოვანი, შეეჭიდეთ ნებისმიერ საქმეს, რათა უაზროდ არ დაკარგოთ ამ დღის შანსებ. საღამოს, არც დასვენებაზე თქვათ უარი.

მშვილდოსანი

ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით, განვითარდით, იბრძოლეთ მეტისთვის, გახსოვდეთ, რომ მიღწეულ შედეგებს განმტკიცება სჭირდება.

თხის რქა

დღეს, დიდი ალბათობით, განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა, სამყაროს სხვა გეგმები აქვს თქვენთვის, შესაძლოა, დაუპატიჟებელმა სტუმარმა, ან მეგობრის შემოთავაზებამ გეგმები შეგიცვალოთ.

მერწყული

შეეცადეთ, გადაახალისოთ და გამოაცოცხლოთ ურთიერთობები, კარგად გაითავისეთ თქვენი როლი ოჯახსა თუ სამეგობროში და იმოქმედეთ უფრო დემოკრატიულად.

თევზები

თქვენი მცდელობა, დახმარება გაუწიოთ სხვებს, ირგვლივ მყოფთა პატივისცემას და სასიამოვნო კომპლიმენტებს მოგიტანთ. დღის განმავლობაში, ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). 10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 9 დეკემბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/10-დეკემბრის-ასტროლოგიური-2/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. 10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/10-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-2/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network