ზოდიაქოს ნიშნები

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

შეეცადეთ, მოჭარბებულ ენერგიას საჭირო მიმართულება მისცეთ. კარგი იქნება, თქვენი ძალები მყუდრო გარემოს შესაქმნელად მიმართოთ.

კურო

აქტიურად გამოიყენეთ მეგობრებისგან შემოთავაზებული დახმარება და საკვანძო საკითხების მოგვარებას შეუდექით, სწორად გადაანაწილეთ ძალები და იმაზე მეტის გაკეთებას ნუ მოინდომებთ, ვიდრე ამის რესურსი გაქვთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

სასურველია, დროებით გვერდზე გადადოთ პირადი ურთიერთობები, ახლა მეტად მნიშვნელოვანია , იფიქროთ თქვენს კარიერულ ზრდაზე.

კირჩხიბი

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, მათთან ურთიერთობა საკმაოდ მძიმედ აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

ისევ და ისევ ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს და შეეცადეთ, სწორად გაიგოთ და მიჰყვეთ მათ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ კეთილგანწყობილი, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანი უფრო მეტს აღწევს.

ქალწული

დიდია ალბათობა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

შეანელეთ საქმიანი ტემპი, რადგან თქვენი ენერგოპოტენციალი, აშკარად, დაქვეითებულია და აღდგენას საჭიროებს.

მორიელი

შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი იდეები სხვებისთვის მიმზიდველი ხდება, მეტი იზრუნეთ თქვენი საქმიანობის წარმოსაჩენად, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და კეთილგანწყობა პარტნიორთა მიმართ.

მშვილდოსანი

მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს და გეგმებზე მუშაობისას გაითვალისწინეთ ახლობელთა რჩევა, იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს ადამიანი, ვისზეც დიდ იმედებს ამყარებდით. გადააბიჯეთ უსიამოვნებებს, წყენას, იმედგაცრუებას. გახსოვდეთ, ყველაფერი რაც მიდის, უკეთესით იცვლება.

მერწყული

წარმატებული პერიოდი გაქვთ, საგრძნობი იქნება სასიკეთო ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თევზები

მიზნების მისაღწევად, გონიერებასთან ერთად, გამოიყენეთ თქვენი ქარიზმატულობა და მომხიბვლელობა, ასე მარტივად შეძლებთ, მიზანს მიაღწიოთ.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi