14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

გარდამტეხი მომენტი დადგა, უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები და, ამავე დროს, აწარმოოთ მოლაპარაკებები თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაზე.

კურო

გაერიდეთ ხმაურიან სიტუაციებს და სახლში განმარტოვდით. სასურველია, მეტი სიდინჯე და დაკვირვება გამოავლინოთ ახლო პერიოდში და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

ადრე დადებული ხელშეკრულებების გადახედვა და კორექტირება იქნება დღის წესრიგში. დაფიქრება გმართებთ პარტნიორული ურთიერთობების პერსპექტიულ განვითარებასა და საბოლოო შედეგებზეც.

კირჩხიბი

აქტიურად დაისვენეთ, თუ მოახერხებთ გადით ბუნებაში, თუმცა არ არის გამორიცხული მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, რაც სრულიად შეცვლის თქვენს უახლოეს გეგმებს.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

ნუ დაარღვევთ კანონს და შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, იზრუნეთ და დაეხმარეთ ირგვლივ მყოფებს, თქვენს ცხოვრებაში მალე სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ელოდეთ სიახლეებს.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნუ გადაიღლებით, არის ტრავმებისა და ანთებითი პროცესების, ვირუსული დაავადებების განვითარების ალბათობა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

სასწორი

დღეს, შესაძლოა, ახალგაცნობილ ადამიანებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ახალი ინტერესის სფერო გიჩნდებათ. სასიყვარულო სფეროში კი ახალი განცდები და სიახლეები გელით.

მორიელი

თქვენს საქმიანობაზე ახალი კავშირები დიდ გავლენას მოახდენს, შესაძლოა, მეგობართან, ან ახლო ადამიანთან ერთად მოიფიქროთ ყველასთვის საინტერესო საქმე და დაიწყოთ მისი რეალიზება.

მშვილდოსანი

იყავით ყურადღებით, შესაძლოა, რაიმე პრობლემატურ საკითხში ჩაგითრიონ. ერიდეთ დაპირისპირებებს და ნუ მოინდომებთ სხვების საქმეებში ჩარევას. ახლა სხვების პასუხისმგებლობას ნუ იტვირთავთ.

თხის რქა

ახლო ურთიერთობებში, დაძაბულობა მატულობს, სასურველია, მშვიდი ტონით პირისპირ განიხილოთ პრობლემატური თემები და მოიძიოთ გამოსავალი კრიზისული სიტუაციიდან.

მერწყული

ურთიერთიბებში ცვლილებების დროა, არც განხეთქილებებია გამორიცხული, ან შესაძლოა, სრულიად სხვა მიმართულება მისცეთ ძველ კავშირებს და სხვა საფეხურზე გადაიყვანოთ.

თევზები

დღეს, ნათლად დაინახავთ იმას, თუ ვინაა მტერი და ვინ – მოყვარე, ვინ გიშლით ხელს წინსვლაში და ვინ – პირიქით. შეეცადეთ, გარშემო საჭირო ადამიანები შემოიკრიბოთ.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi