პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1...

2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს

„მომავალ წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს.“ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება, სადაც 2024 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლეა გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის:

• გაფართოვდება ქრონიკული დაავადებების პროგრამა და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებით;
• დაიწყება ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, რაც ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა;
• ასევე, მედიკამენტების მწარმოებლებთან მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში, ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება;
• გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სრულყოფილ კურსზე ხელმისაწვდომობას; პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა.

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 90 მილიონ ლარზე მეტი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

10 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები