24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

0
185
ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგია

ვერძი

ახლა დროა, იფიქროთ ადრე დაგეგმილი საქმეების განხორციელებაზე, კარგი იქნება, თუ ნაკლებად გააკრიტიკებთ სხვებს და მეტად აკონტროლებთ საკუთარ სიტყვებს.

კურო

გამოიჩინეთ შეუპოვრობა, იყავით გაბედული და ინიციატივიანი, შეეცადეთ, აღკვეთოთ კონფლიქტი და უთანხმოება.

ტყუპები

დაგეგმეთ მომავალი საქმიანობა და გონივრულად შეუდექით მის რეალიზებას. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი და კონცენტრირდით მთავარზე.

კირჩხიბი

მიზანი სწორად გაქვთ არჩეული, შეგიძლიათ, იამაყოთ თქვენი თავით, შეძლებთ, ბევრს მიაღწიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე.

ლომი

იყავით ემოციურად თავშეკავებული, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს თქვენს გეგმებზე, იმოქმედეთ, განახორციელეთ თქვენი ჩანაფიქრები, წინ საინტერესო ჰორიზონტები არის „დასაპყრობი“.

ქალწული

სიალხეების დღეა, ახალი ნაცნობობა, ახალი პარტნიორები, ახალი სამოქმედო სფერო გელოდებათ, განთავისუფლდით კონსერვატიული და სტერეოტიპული მიდგომებისგან.

სასწორი

დღეს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ გამძაფრებული მოთხოვნილება, იყოთ დამოუკიდებელი, როგორც საქმეებსა და ქმედებებში, ასევე, გადაწყვეტილებების მიღების დროს. მთავარია, სწორად იმოქმედოთ.

მორიელი

თქვენმა ფანტაზიებმა შესაძლოა, რეალობას ძალიან მოგწყვიტოთ, ეცადეთ, მოძებნოთ გზა, თქვენი ოცნებების რეალიზებისთვის.

მშვილდოსანი

თუ გსურთ, რომ მიზანს მიაღწიოთ, ნუ გათქვამთ თქვენს სამოქმედო გეგმას, სამსახურში მეტად გჭირდებათ დიპლომატია და ემოციური ბალანსი.

თხის რქა

კარგად მოიფიქრეთ და თანმიმდევრულად გადაჭერით პრობლემური საკითხები, რათა წინ წაიწიოთ კარიერული კუთხით.

მერწყული

ნუ შეუშინდებით სიახლეებს, მოსალოდნელია ცვლილებები, რომლისთვისაც შესაძლოა, მზად არ იყოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

თევზები

არის ალბათობა, მოგიწიოთ მგზავრობა, ამასთან, შესაძლოა, მეგობრებს გარკვეული ფინანსური მხარდაჭერაც დასჭირდეთ.

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი