24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

შეეცადეთ, მოჭარბებულ ენერგიას საჭირო მიმართულება მისცეთ, თქვენი ძალები ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შესაქმნელად მიმართეთ.

კურო

აქტიურად გამოიყენეთ მეგობრებისგან უანგაროდ შემოთავაზებული დახმარება და საკვანძო საკითხების მოგვარებას შეუდექით, სწორად გადაანაწილეთ ძალები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

სასურველია, დროებით გვერდზე გადადოთ პირადი ურთიერთობები და დრო ახლობელი ადამიანების პრობლემებს დაუთმოთ, ეს ახლა ძალიან საჭირო და აუცილებელია მათთვის.

კირჩხიბი

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, მათთან ურთიერთობა საკმაოდ მძიმედ აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს, შეეცადეთ, სწორად გაიგოთ და მიჰყვეთ მათ. მთავარია, გახსოვდეთ რომ კეთილგანწყობილი, ოპტიმისტურად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის უფრო მეტს აღწევს ცხოვრებაში.

ქალწული

დიდია ალბათობა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

დაისვენეთ, შეანელეთ საქმიანი ტემპი, რადგან თქვენი ენერგოპოტენციალი აშკარად დაქვეითებულია და შევსებას საჭიროებს.

მორიელი

შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი იდეები სხვებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ხდება, მეტი იზრუნეთ თქვენი საქმიანობის წარმოსაჩენად, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და კეთილგანწყობა პარტნიორთა მიმართ.

მშვილდოსანი

მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს და გეგმებზე მუშაობისას გაითვალისწინეთ ახლობელთა ინტერესები, იყავით ყურადღებით აზრების გამოხატვისას და აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს ადამიანი, რომელზე დიდ იმედებს ამყარებდით, გადააბიჯეთ უსიამოვნებებს, წყენას, იმედგაცრუებას და ეს ყოველივე სამომავლოდ გაკვეთილად მიიღეთ.

მერწყული

წარმატებული პერიოდი გაქვთ, საგრძნობი იქნება სასიკეთო ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ელოდეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თევზები

მიზნების მისაღწევად, გონიერებასთან ერთად გამოიყენეთ თქვენი ქარიზმატულობა და მომხიბვლელობა, ასე მარტივად შეძლებთ მიზანს მიაღწიოთ.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi