24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

მშვენიერი დღეა, მნიშვნელოვანი საქმეები წარმატებულად წარიმართება. იმოქმედეთ, გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელსაც სამყარო უხვად გთავაზობთ.

კურო

შეეჭიდეთ მნიშვნელოვან საქმეებს, ეცადეთ, დამოუკიდებლად აღმოფხვრათ წარმოქმნილი სირთულეები, დღის მეორე ნახევარი კი მშვიდ, წყნარ გარემოში სჯობს, გაატაროთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

იმოქმედეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა, დღეს რამდენიმე საქმეს ერთადაც კი გაართმევთ თავს. მთავარია, ყურადღება არ გაგეფანტოთ უმნიშვნელო საკითხებზე. მოლაპარაკებებისას იმპროვიზაცია არ არის გამართლებული.

კირჩხიბი

დაიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა, მოიძიეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც კონკურენტებს და თქვენს მოწინააღმდეგეებს ეხებათ. სასიკეთო დღეა სასწავლო კურსების დასაწყებად.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

იმოქმედეთ გონივრულად და სტრატეგიულად, მხოლოდ კარგად გათვლილი ნაბიჯებით, მშვენიერი დღეა იმისათვის, რომ დაანახვოთ ყველას – ღირსეული ქმედებით ყოველთვის მისაბაძი იქნებით.

ქალწული

დღეს, სამსახურში ნუ მოირგებთ ინიციატორის როლს, მეტად განიტვირთეთ, დაურეკეთ, შეხვდით მეგობრებს და მოიკრიბეთ ძალები ახალი მიზნების განხორციელებისთვის.

სასწორი

მოთმინება დღევანდელ სიტუაციებში მეტად წაგადგებათ, დამშვიდდით, შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

მორიელი

ეს დღე სჯობს, საოჯახო საკითხების მოგვარებას მიუძღვნათ. შესაძლო,ა წარსულთან შეხვედრამ თქვენში უსიამოვნო გრძნობები განაახლოს.

მშვილდოსანი

დაიცავით ზომიერება ნებისმიერ სფეროში, თავი შეიკავეთ საყიდლებზე მარტო წასვლისგან, რადგან შესაძლოა, ფინანსები უმნიშვნელო ნივთების შეძენაში გაგეფანტოთ. არის დანაკარგების ალბათობაც.

თხის რქა

ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვითარდება, მეგობრული მიდგომით, მეტად მოგებული დარჩებით, მოუსმინეთ კოლეგებსა და პარტნიორებს, გადაწყვეტილება კი ახლებური მიდგომებით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეთ.

მერწყული

მოუფრთხილდით ურთიერთობებს, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კოლეგებთან, არის უთანხმოების წარმოქმნის ალბათობა. ახალს ნურაფერს შეეჭიდებით, დღე სასურველია, ძველი საკითხების მოგვარებას დაუთმოთ.

თევზები

გაცილებით მეტს მიაღწევთ დიპლომატიით და ტკბილი სიტყვით, ვიდრე რადიკალური მიდგომებით, გამოიყენეთ თქვენი შარმი და მოქნილობა ნებისმიერ სფეროში, სწორედ ეს გჭირდებათ ახლა წარმატებისთვის.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi