ზოდიაქოს ნიშნები

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

ურთერთობებში, შინ თუ გარეთ წარმატებას მოგიტანთ თავდაჯერებულობა , მხოლოდ, შეეცადეთ, გაწონასწორებულად იმოქმედოთ. ნუ იქნებით ქედმაღალი და აკონტროლეთ ემოციები.

კურო

დღეს, ძალიან იოლად მოინადირებთ ყველა ადამიანის გულს, თქვენი სიჩუმეც კი მეტად დამაინტრიგებელი იქნება, ვიდრე ლამაზი სიტყვები და მაგნიტივით მოიზიდავთ საჭირო ადამიანებსა და მიიღებთ მათ მხარდაჭერას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

ის, რაც აკრძალული არაა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ. ეს არის საოცარი მომენტი, როდესაც სურვილი გექნებათ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან გამოცადოთ, რაღაც ახალი და მძაფრი. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

კირჩხიბი

ირგვლივმყოფთა გულგრილობა და არაორგანიზებულობა, საერთო საქმის მიმართ, ძალიან გაგაღიზიანებთ და წონასწორობიდან გამოგიყვანთ, თუმცა, ეს არ იქნება დანაკარგებთან დაკავშირებული.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

აკონტროლეთ მიმდინარე მოვლენები, ჭორები, მითქმა-მოთქმა, ყურადღება მიაქციეთ გაგონილ ფრაზებს. თქვენი კომუნიკაბელურობის და გონიერების წყალობით, მეტად სასარგებლო კავშირებს და საჭირო ადამიანებს მოიძიებთ.

ქალწული

სიფრთხილე და თავდაჭერილობა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ მოსალოდნელ კონფლიქტებს. სასურველია, მოჭარბებული ენერგია რაიმე სასარგებლო საქმიანობისკენ მიმართოთ.

სასწორი

აუცილებლად გააკონტროლეთ თქვენი ცვალებადი ემოციები, რომლებიც გამოწვეულია როგორც გარე ფაქტორებით, ასევე, პირადი განცდებით.

მორიელი

ყოველ წვრილმანს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ და მცირე წარუმატებლობას ტრაგედიად ნუ გადააქცევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ემოციების მართვა რთული გახდება.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დიდი ყურადღებისა და დაინტერესების მიზეზი გახდეს თქვენი პერსონა, გაიზრდება ინტერესი მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან, ვისზეც დიდადაა დამოკიდებული თქვენი მომავალი.

თხის რქა

მნიშვნელოვანია თავდაჭერილი და მომთმენი იყოთ ახლობლების მიმართ. მოთოკეთ თქვენი ფეთქებადი ემოციები და გამძაფრებული ამბიციები. ნუ ეძებთ კონფლიქტს იქ, სადაც ის არ არის.

მერწყული

დღეს თქვენში მძაფრდება სიახლეების წყურვილი, ახალი ადგილების მონახულების, ახალი ცოდნის მიღების, ახალი ადამიანების გაცნობის… მზად ხართ, გაიქცეთ მომაბეზრებელი ყოველდღიურობისგან. მოემზადეთ ცვლილებებისთვის.

თევზები

ეწვიეთ სავაჭრო ცენტრებს, გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით. თუმცა, ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას და იმოქმედეთ წინდახედულად.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi