6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ პირად თუ სამსახურებრივ სფეროში, ნუ იწუწუნებთ, გახსოვდეთ, რომ პოზიტიური განწყობითა და თავდაჯერებულობით ყველაფერი გამოგივათ.

კურო

არის ალბათობა, თქვენმა მოშურნე კოლეგებმა თუ სხვებმა მიითვისონ თქვენი დამსახურება, ნუ დატოვებთ ამ სიტუაციას უყურადღებოდ, თავი შორს დაიჭირეთ ასეთი ადამიანებისგან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ გარჩევებისა და კამათისგან, განსაკუთრებით ეს ეხება საქმიან სფეროში ხელმძღვანელ პირებს.

კირჩხიბი

პოზიტიური და ნაყოფიერი დღეა, მთავარია თვალი გაუსწოროთ რეალობას, დაინახეთ და შეიგრძენით გარემომცველი ატმოსფერო, გამოდით წარმოსახვითი სრულყოფილების მდგომარეობიდან.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

საკმაოდ დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა, შეეცადეთ, სწრაფი რეაგირება მოახდინოთ ნებისმიერ წამოჭრილ პრობლემურ საკითხზე.

ქალწული

დღეს, თქვენ შეძლებთ, სწორი მიდგომით დადებითად გადაჭრათ სხვადასხვა პრობლემები ახლობელ ადამიანებთან. ასევე სასიკეთო დღეა მოლაპარაკებებისთვის, ეს თქვენს სამომავლო საქმიანობაზე დადებითად აისახება.

სასწორი

დღეს, თქვენი სპონტანური იდეები შესაძლოა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს და აღიარებაც მოგიტანოთ. ამიტომ იყავით გახსნილი და აქტიური.

მორიელი

დღე ხელს უწყობს ძველი, გაჭიანურებული საქმეების ბოლომდე მიყვანას, მიუხედავად დატვირთული განრიგისა, ეცადეთ, მეტი დრო მეგობრების წრეში გაატაროთ თუნდაც სოციალური ქსელის საშუალებით.

მშვილდოსანი

ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი იქნება თუ გამოცდილ ადამიანებს მიმართავთ. კონკრეტულად გამოიკითხეთ ყოველი დეტალი, გაითვალისწინეთ სხვათა გამოცდილება და იმოქმედეთ.

თხის რქა

ფრთხილად დაპირებებთან! ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე, მიეცით სხვებსაც თავის ჭკუაზე მოქმედების საშუალება.

მერწყული

ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის, თავისუფლად გამოხატეთ თქვენი შეხედულებები და აზრები. მეტად გაერთეთ და დაისვენეთ.

თევზები

პირად- სასიყვარულო საქმეებისთვის დღე მეტად წარმატებულია, აი სახლისა და სამსახურის თემებში შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi