9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

ნუ გადადებთ ხვალისთვის, ან განუსაზღვრელად პირად საკითხებს, რათა ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შანსები. დღეს, საშუალება გაქვთ, რამდენიმე მაცდური წინადადებიდან, აირჩიოთ ყველაზე სასარგებლო და პერსპექტიული.

კურო

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მბრძანებლური ტონი შეცვალეთ და დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედეთ. სასიკეთოა უძრავი ქონების თემებზე მუშაობა, ან მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

არის ალბათობა, ემოციებმა და წყენამ ხელი შეგიშალოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ და ოჯახური პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, შეამცირეთ კონტაქტები და შეეცადეთ, არ დაუპირისპირდეთ სხვების ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იურიდიული და სხვა დოკუმენტების მიმართ.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

ერთფეროვნება მეტად მოსაწყენი და დამღლელია, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, ადგილს ვერ პოულობთ, სიახლეები და მხიარულება გწყურიათ. თავად იზრუნეთ დღის გაფერადებაზე.

ქალწული

სასიამოვნო სიახლეები და მხიარული დროსტარება გელით, თუმცა, არც საქმიანი თუ შემოქმედებითი ამოცანების ნაკლებობაა. საოცარი მოვლენების ლაბირინთში კარგად იპოვით გზას წარმატებისკენ.

სასწორი

დღეს, აუცილებელია სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე დაიცვათ. შესაძლოა, კანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სხვადასხვა პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.

მორიელი

ყველა საქმეს იოლად გაუმკლავდებით და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიიღებთ თქვენი შრომისმოყვარეობით და ძალისხმევით. თავს ლაღ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნობთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრების სტილი, მოინახულოთ მივიწყებული ადგილები და დიდი ხნის უნახავი მეგობრები. აღიდგინეთ ენერგია და იმოქმედეთ.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა, იღბლიანი შემთხვევითობით, მეტად საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, ეს ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. წარმატება გელით სულიერ თუ მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფნი სულიერ შფოთს და დაძაბულობას იწვევენ, თქვენ შეძლებთ, იპოვოთ საერთო ინტერესები, შეცვალოთ მიდგომები და მეტი პოზიტივი შეიტანოთ ურთიერთობებში.

თევზები

პატივი ეცით სხვების მოსაზრებებს და ნუ შეეცდებით, თავს მოახვიოთ ვინმეს თქვენი შეხედულებები. იყავით ბუნებრივი თქვენს სიტყვებსა და ქმედებებში. ურთიერთობებში შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2025). 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 8 დეკემბერი, 2025. https://shenihoroskopi.ge/9-დეკემბრის-ასტროლოგიური-2/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/9-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-2/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network