ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ოქსფორდში ქირურგებმა ბრიტანეთში საშვილოსნო ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს. წერს BBC .

34 წლის ქალს თავისი 40 წლის დის ორგანო გადაუნერგეს. მათი ვინაობა არ ხმაურდებოდა. ოპერაციას 17 საათის განმავლობაში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი ატარებდა. მათი თქმით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა, ოპერაციიდან 2 კვირაში პაციენტს პირველი მენსტრუაციაც დაეწყო.

ქალი იშვიათი მდგომარეობით, – მეიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუსერის პირველი ტიპის სინდრომით დაიბადა, რა დროსაც საშვილოსნო ან არ აქვთ, ან განუვითარებელია, საკვერცხეები ფუნქციონირებს.

პაციენტი და მისი ქმარი ბავშვების გაჩენას გეგმავენ. ოპერაციამდე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს და უკვე 8 ემბრიონი აქვთ.

ექიმების თქმით, როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ქალს იმუნოდეპრესიული პრეპარატების მიღება მოუწევს, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამიტომ მაქსიმუმ ორი ორსულობის შემდეგ მას საშვილოსნოს ამოკვეთენ.

დონორის დას უკვე ჰყავს 2 შვილი და მეტის გაჩენას არ აპირებდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

READ  ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია სწრა­ფი, მარ­ტი­ვი და უმ­ტ­კი­ვ­ნე­უ­ლო პროცედურაა, რომ­ლის სა­­­­შუ­­­­ა­­­ლე­­­­ბი­თაც ხდე­ბა გულის ელექ­ტრუ­ლი აქ­ტი­­­ვო­­­ბის (გუ­­ლის იმ­პულ­სე­ბი) რე­გის­ტრა­ცია და ქაღალდზე გა­და­ტა­ნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები