დღეს UNESCO-ს ეგიდით მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მის კოლეგებს მსოფლიოში მათ პროფესიულ დღეს ულოცავს.
„დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა.
ვულოცავ ყველა ჩემ კოლეგას მსოფლიოში.
გისურვებთ წარმატებებს მეცნიერებაში და პირად ცხოვრებაში“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები