კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedკახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს

კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილი, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი,” – წერია სეს-ის განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის ვინაობა დადგინდა. ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები