შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedშარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო ხში­რი­ა

შარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო ხში­რი­ა

შარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა

შარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო ხში­რი­ა. მი­ზე­ზი, რო­გორც წე­სი, მენ­ჯის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და შო­­რი­სის და­ზი­ა­ნე­ბაა (ად­გი­ლი ფე­ხებს შო­რის). შარდ­სა­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა უნებ­ლი­ეთ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის დრო­საც და­ზი­ან­დეს, მას­ზე ოპე­რა­ცი­ის ან მი­სი გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შეყ­ვა­ნის დროს (მაგ. შარ­დის ბუშ­ტის კა­თე­ტე­რი­ზა­ცია ან ცის­ტოს­კო­პია დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლით). ზოგ­ჯერ და­ზი­ა­ნე­ბას ცეცხ­ლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა იწ­ვევს. იშ­ვი­ა­თად, მი­ზე­ზი თვით­და­ზი­ა­ნე­ბა­ა, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს თა­ვად შეჰ­ყავთ უცხო სხე­უ­ლე­ბი შარ­დსა­დენ­ში.
შარ­დსა­დე­ნის ზო­გი და­ზი­ა­ნე­ბა და­ჟე­ჟი­ლო­ბით შე­მო­­იფარ­გლე­ბა. შე­საძ­ლოა მი­სი ამომ­ფე­ნი გარ­სიც და­ირ­ღვეს, რაც შარ­დის გა­ჟონ­ვას გა­მო­იწ­ვევს ასოს, სა­თეს­ლე პარ­კის, მუც­ლის კედ­ლის ან შო­რი­სის ქსო­ვი­ლებ­ში.
შარ­დსა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი­ა: ინ­­ფექ­ცი­ა, სის­ხლდე­ნა, შე­უქ­ცე­ვა­დი შე­ვიწ­რო­ვე­ბა (სტრიქ­ტუ­რა), ერექ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა.
სიმ­პტო­მე­ბი და პროგ­ნო­ზი
სიმ­პტო­მე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად ვლინ­დე­ბა სის­ხლი ასოს თავ­ზე კა­ცებ­ში ან შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრელ­თან ქა­ლებ­ში, სის­ხლი­ა­ნი ან მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა, შარ­დვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. ფე­ხებს შო­რის ან ასო­ზე შე­საძ­ლოა შე­სამ­ჩნე­ვი იყოს და­ჟე­ჟი­ლო­ბა. სხვა სიმ­პტო­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად ვლინ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ შარ­დი გარ­შე­მო ქსო­ვი­ლებ­ში გა­ი­ჟო­ნა, შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­დეს. ასე­ვე, და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლას ან მახ­ლობ­ლად შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დე­ნი შე­ვიწ­როვ­დეს (სტრიქ­ტუ­რა). მა­მა­კა­ცებ­ში შე­საძ­ლოა ერექ­ცი­ის უნა­რი დაქ­ვე­ით­დეს (ე­რექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცი­ა), ასოს ნერ­ვე­ბის ან სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მო.

შარ­დსა­დე­ნის ტრავ­მის დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც წე­სი, რეტ­როგ­რა­დუ­ლი უროგ­რა­ფი­ით დას­ტურ­დე­ბა. ამ დროს სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა პირ­და­პირ შარ­დსა­დე­ნის ბო­ლო­ში შეჰ­ყავთ და შემ­დეგ რენ­ტგე­ნის სუ­რათს იღე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა შარ­დსა­დე­ნის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში კა­თე­ტე­რის ჩად­გმამ­დე ტარ­დე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბა
და­ჟე­ჟი­ლო­ბის დროს, რო­ცა შარ­დი არ იჟო­ნე­ბა, ექი­მი კა­თე­ტერს რამ­დე­ნი­მე დღით დგამს შარ­დის ბუშ­ტში, რა­თა შარ­დმა მას­ში გა­ი­ა­როს და შარ­დსა­დე­ნის ქსო­ვი­ლე­ბი აღ­დგეს. ჭრი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­თე­ტე­რი პირ­და­პირ შარ­დის ბუშ­ტში იდ­გმე­ბა მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში კა­ნის გა­ნაკ­ვე­თი­დან, რა­თა შარ­დმა შარ­დსა­დენ­ში სა­ერ­თოდ არ გა­ი­ა­როს. ქი­რურ­გი­უ­ლი წე­სით აღ­დგე­ნა ყვე­ლა ტრავ­მის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ან 8-12 კვი­რის შემ­დეგ ხდე­ბა (რო­ცა ან­თე­ბა ჩაცხ­რე­ბა). ზოგ­ჯერ ჭრი­ლო­ბე­ბი ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე, თა­ვი­სით ხორ­ცდე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას და თუ­კი ისი­ნი მა­ინც გან­ვი­თარ­და – მათ გა­მოს­წო­რე­ბა­საც.

READ  კანონით ექთანი და მეანი-ექთანი პროფესიული სპეციალიზებული დასახელებები გახდება...

შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები