შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedგა­მოკ­ვლე­ვა სის­ხლძარ­ღვის სანათურის დახ­შო­ბის დად­გე­ნის შესაძბელობას იძ­ლე­ვა

გა­მოკ­ვლე­ვა სის­ხლძარ­ღვის სანათურის დახ­შო­ბის დად­გე­ნის შესაძბელობას იძ­ლე­ვა

რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი

გუ­ლის პა­თო­ლო­გი­ის და­სად­გე­ნად წი­ნა და გვერ­დით პო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი რენ­ტგე­ნის სუ­რა­თი გუ­ლი­სა და მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სუ­რათ­ზე კარ­გად ჩანს გუ­ლის ფორ­მი­სა და ზო­მის ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე კალ­ცი­უ­მის დე­პო­ზი­ტე­ბი (გრო­ვე­ბი) გუ­ლის კუნ­თში. გარ­და ამი­სა, რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს ფილ­ტვე­ბის და ფილ­ტვის სისხ­ლ­ძარ­ღვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოვ­ლინ­დეს სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბა ფილ­ტვებ­სა და პლევ­რის ღრუ­ში.
რენ­ტგე­ნის სუ­რათ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გუ­ლის ზო­მე­ბის გა­დი­დე­ბა ხში­რად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ან სარ­ქვლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ის შე­დე­გი­ა. გუ­ლის ზო­მე­ბი არ იზ­რდე­ბა, რო­ცა უკ­მა­რი­სო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კონ­სტრიქ­ცი­უ­ლი პე­რი­კარ­დი­ტით. ამ უკა­ნას­კნე­ლის დროს ფიბ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­­ლი გუ­ლის პე­რან­გის (პე­რი­კარ­დი­უ­მი) ღრუ­ში ვი­თარ­დე­ბა, რაც გუ­ლის მუ­შა­ო­ბას აფერ­ხებს.
ხში­რად ფილ­ტვის სის­ხლძარ­ღვე­ბის ვი­ზუ­ალი­­ზა­ცია დი­აგ­ნო­ზის­თვის უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­­­მა­­ცის მომ­ცე­მი­ა, ვიდ­რე გუ­ლის სუ­რა­თი. მაგა­­­ლი­თად, ფილ­ტვის არ­ტე­რი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა (არ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სის­ხლი გუ­ლი­დან ფილ­ტვე­ბი­სა­კენ მი­აქვთ) და ფილ­ტვის ქსო­ვილ­ში არ­ტე­რი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა ფილ­ტვის არ­ტე­რი­ებ­ში წნე­ვის მო­მა­ტე­ბის ნი­შა­ნი­ა, რაც, თა­ვის მხრივ, მარ­ჯვე­ნა პარ­კუ­ჭის კედ­ლის გას­ქე­ლე­ბას (გუ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სისხლს ფილ­ტვის არ­ტე­რი­ე­ბის გავ­ლით ფილ­ტვე­ბის­კენ ტუმ­ბავს) იწ­ვევს. სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბის რენ­ტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა სის­ხლძარ­ღვის სა­ნა­თუ­რის დახ­შო­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

დახ­რი­ლი მა­გი­დის ტეს­ტი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

ბოლო სიახლეები