#post_seo_title

წარსულში გადაუხდელი ვალების გამო, როგორ ექცევა მშობლებს ცუდი შვილი და რის საშუალებით შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მართვას

SheniHoroskopi.ge
ავტორიSheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
5 წუთიანი წაკითხვა

გადაუხდელი ვალები წარსული ცხოვრებიდან – ყველა, ვინც კი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში: დედ-მამა, და-ძმა თუ ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი, ჩვენივე წარსულიდან, სწორედ „გადაუხდელი ვალების დასაბრუნებლად“ შემოდის ახლანდელ რეალობაში. რა მოტივაციით იბადება ხელახლა ადამიანი და რის ფასად იკმაყოფილებს ის ამ სურვილს, ყველაფერს შეიტყობთ ჩვენი ეზოტერიკოსი სტუმრის, ბატონი ომარ ფ-სგან.

– დავიწყებ გაფრთხილებით, ვისგანაც წარსულ ცხოვრებაში სესხი აიღეთ, ამ ცხოვრებაში თქვენი ნათესავები ხდებიან და საკუთარი დოვლათის ნაწილს გართმევენ. მათ შორის შეიძლება ისეთიც იყოს, ვისაც ქონება უკანონოდ ჩამოართვით. ყველა ახლო ნათესავი – მშობლები, და-ძმა, მეუღლე და მსახურებიც კი, – ჩვენივე წარსულიდან შემოდიან აწმყოში და სწორედ ზემოთ ნახსენები გადაუხდელი ვალების „დასაბრუნებლად“ ერთვებიან ჩვენს ახლანდელ ყოფაში… თითოეული მათგანი იმ მოტივის შესაბამისად იბადება, სიკვდილის ჟამს რომ დომინირებდა მასში. ახლანდელი დაბადების პერიოდში ის ამ მოტივაციას იკმაყოფილებს, თუმცა საშინელი ტკივილის ფასად, რის შემდეგაც სხვა სამყაროში გადადის…

– ვინ რა სტატუსით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში?

– ვინც წარსულ ცხოვრებაში ქონება მოტყუებით დაკარგა, ხელახალი დაბადებისას მშვენიერი და კეთილგანწყობილი ვაჟია. თუმცა შემდეგ, მიაყენებს რა გაუსაძლის ტკივილს მშობლებს, მიწიერ განზომილებას ტოვებს… ხოლო, ვისაც წინა ცხოვრებაში თავად ჰქონდა ვალი და მის გადაუხდელად გარდაიცვალა, აწმყოში მამა, ძმა, ცოლი (მეგობარი და ასე შემდეგ) ხდება კრედიტორის ოჯახში. საშინლად იქცევა. ცუდ დამოკიდებულებაშია ოჯახის წევრებთან, უხეშად მიმართავს მათ და არაფრის მაქნისი, სხვის ხარჯზე ტკბება ცხოვრებით. ასეთი ადამიანი ოჯახის კეთილდღეობას ქარს გაატანს… რაც შეეხება ბავშვებს, წარსულში გადაუხდელი ვალების მიხედვით სამ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ცუდი შვილი – ოჯახში მტერივით იქცევა, სძულს მშობლები, დასცინის და აკრიტიკებს მათ. დაქორწინების შემდეგ კი, ის კვლავ აგრძელებს მშობლების მოტყუებას… კარგი შვილი: ყოველთვის ემორჩილება მშობლებს და როცა გაიზრდება, არც მაშინ ავიწყდება მათზე ზრუნვა: მოვლასა და სითბოს არ აკლებს და ყველანაირად ცდილობს, გაახაროს ისინი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი, ყველა საჭირო რიტუალს ზედმიწევნით ასრულებს, რათა ბედნიერება იმქვეყნადაც არ მოაკლოს. საშუალო შვილი: ის არც ბედნიერი და არც უბედურია მშობლებთან ცხოვრების გამო – არც მათზე ზრუნვით იკლავს თავს და არც მათგან ითხოვს რამეს. ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება სხვა ურთიერთობებსა და კავშირებზეც გავრცელდეს ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც კი აწმყოში ხდება, წინა ცხოვრებაში ჩადენილი ქმედებების შედეგია. აქედან მორალი ასეთია: ნუ შეგშურდებათ სხვისი სიმდიდრის. ნებისმიერი კარმა ბუმერანგივით უკან ბრუნდება.

READ  ყველაზე იღბლიანი დღეები სასიყვარულო თავგადასავლებისთვის
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ამოცანები მიმდინარე ინკარნაციაში?

– ამაში გასარკვევად, ნუმეროლოგიურ ანალიზს მოვიშველიებ. ნუმეროლოგია გვიჩვენებს: რა მოხდა ადამიანის წარსულში, ვინ არის და რა თვისებები აქვს, რატომ და რა ინსტრუმენტებით ისარგებლა ამ ინკარნაციის დროს. ნუმეროლოგი ასევე, თქვენს პირად რუკაზე განსაზღვრავს კომფორტისა და დისკომფორტის ზონებს, წარსული ინკარნაციების შეცდომებს, რის ანალიზიც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ჩადენილი შეცდომების განმეორება. ყველა ადამიანს აქვს სული… არსებობს უძველესი სული, რომელსაც ინკარნაციის უდიდესი გამოცდილება აქვს – ხშირად, მძიმე კარმული მემკვიდრეობით… და არის ახალგაზრდა სული, რომელთაგანაც ბევრი აქ და დედამიწაზე 2000-იან წლებში განსხეულდა. ხშირად გამოცდილი სული ვერ ხვდება ან ვერ ახერხებს, დაეწიოს იმ ცვლილებებს, რომელსაც ახალგაზრდა სული განიცდის. რეალურ ცხოვრებაში ეს ჩვენს შვილებთან ურთიერთობაზე აისახება – ზოგჯერ, უბრალოდ არ გვესმის, რა ამოძრავებთ მათ და შესაბამისად, არც მათი არჩევანის მიღება შეგვიძლია. მათ კი საკუთარი გზა აქვთ და ახლა იძენენ უნიკალურ გამოცდილებას.

– უპირველესად, რა უნდა გავაკეთოთ?

– შეიცნოთ საკუთარი თავი – გაარკვიეთ, რატომ, რა მიზნითა და დანიშნულებით მოევლინა თქვენი სული ამ სამყაროს. აი, მაშინ შეძლებთ, გაუგოთ თქვენს შვილებს, ქმრებს, მშობლებს. დიახ, არსებობს პარტნიორების თავსებადობის გაანგარიშების მეთოდები ნუმეროლოგიის საშუალებით. მაგრამ ჯერ საკუთარი ამოცანების არსს უნდა ჩასწვდეთ და დიდი ალბათობით, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით, რატომ მიიზიდა კონკრეტული პარტნიორი თქვენმა ცხოვრებამ. სიცოცხლეში ადამიანი სამ ძირითად ენერგიას იცვლის და ყველას თავისი პერიოდი აქვს. ამ ენერგიათა ცვლას რეალურ ცხოვრებაში კარგად დაინახავთ, თუ 15 წლის უნახავ მეგობარ გოგონას შეხვდებით, თქვენ კი მას ვეღარ იცნობთ – სულ სხვანაირი გახდა. თუ იცით, რა ამოცანები გაქვთ შესასრულებელი ამ ინკარნაციისთვის, რა ენერგიას ფლობთ და რომელ პერიოდს გადიხართ ახლა, ამ პროცესის მართვას შეძლებთ. ჩასწვდებით თქვენი ცხოვრების კანონზომიერებას, რაც შეხვედრებს, განქორწინებებს, ბავშვის დაბადება-არდაბადებას, მოგებასა და ზარალს შეეხება. აქედან გამომდინარე, ან ერთ ადგილას ვდგავართ და გადავდივართ მინუსებში, ან საკუთარი ენერგიის შესაბამისად, მივდივართ წინ. კარმული ნუმეროლოგიური გაანგარიშება არის გზა, იპოვოთ პასუხი თქვენს კითხვებზე, შეიცნოთ საკუთარი თავი და განსახორციელებელი ამოცანები ამ სამყაროში. სწორედ ამის საშუალებით შეძლებთ, დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების მართვა, საჭირო ადამიანების შემოკრება, განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველაფერი საკმარისად გექნებათ. წყარო

READ  ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები – ერთ-ერთი უზუსტესი ჰოროსკოპი

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

სტატიის ციტირება
SheniHoroskopi.ge. წარსულში გადაუხდელი ვალების გამო, როგორ ექცევა მშობლებს ცუდი შვილი და რის საშუალებით შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მართვას [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94/
shenihoroskopi.ge
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniHoroskopi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.