მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 01:17 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და ზედმეტი სიჯიუტის გამოვლენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საშინაო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ნადირობისა და თევზაობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი იდეების შეთავაზება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.
მასალის გამოყენების პირობები