ეს უნდა იცოდეთ! – რისი გაკეთება შეგიძლიათ 10 მარტის ახალი მთვარის დროს

0
696
  • დაკავდით სპორტითა და ფიზიკური აქტივობით – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში განახლებული ენერგია შემოუშვათ და მომდევნო პერიოდებშიც ენერგიით იყოთ სავსე.
  • ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს – როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალი მთვარის პერიოდს სარკისებური ეფექტი აქვს და ადამიანების ქცევას ირეკლავს. შესაბამისად, დრო სიკეთეს, კეთილგანწყობას, დადებით ემოციებს დაუთმეთ და უკან ეს ყოველივე ორმაგად დაგიბრუნდებათ. გამოხატეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მზრუნველობა, სითბო და სიყვარული და თავადაც ძალიან დიდ ბედნიერებას იგრძნობთ.
  • დაუთმეთ დრო შემოქმედებას – ახალი მთვარის პერიოდში კრეატიული საქმეები, რაიმეს დახატვა, მომზადება, გადაკეთება განსაკუთრებით სასარგებლოა.
  • გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე – განიტვირთეთ, დაისვენეთ და მომდევნო დღეები ახალი შემართებით დაიწყეთ.
  • უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს – უყიდეთ, თუნდაც ძალიან მცირე, სიმბოლური საჩუქარი თქვენს თავს, მადლობა გადაუხადეთ გამძლეობისთვის, სიმამაცისთვის, ხანაც სისუსტისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მიიღებთ.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  7 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ფორტუნა დიდ სიურპრიზს უმზადებს