ასტროლოგიურად, კვირის შვიდივე დღეს საკუთარი ენერგია და თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს.
ორშაბათი – შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. ეცადეთ, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი, რადგან ეს ცუდის მანიშნებელია.
სამშაბათი – თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. თუ ადამიანი გიყვართ, სწორედ ამ დღეს აუხსენით მას სიყვარული და თქვენ მიმართ ის გულგრილი არ დარჩება.
ოთხშაბათი – თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, რჩეულთან სტაბილური თანაცხოვრება გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, საიდუმლო გაუმხილოთ და პატიება სთხოვოთ, ესეც სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.
ხუთშაბათი – თუ ამ დღეს რაიმე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ და არ ინაღვლოთ, რადგან, ეს კარგის ნიშანია, ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება. ხოლო, თუ ამ დღეს სიყვარულში გამოუტყდით საპირისპირო სქესს, ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებთ.
პარასკევი – ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივ კავშირსა და რჩეულთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ. ამ დღეს დაოჯახება კი იღბლიანია.
შაბათი – დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ფრთხილად იყავით, ამ დღეს არ ვარგა ჭურჭლის გატეხვა, რადგან ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბს მოასწავებს.
კვირა – იყავით ფრთხილად, დაკვირვებით და საღი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. არ არის გამორიცხული, გარშემო მყოფების მხრიდან აგრესია სწორედ ამ დღეს წამოვიდეს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, კვირის რომელ დღეს და დღის რა მონაკვეთში იბანავებს ადამიანი. აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს და ის გავლენას ახდენს ჩვენზე.
თუ გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი და შარმი, აბაზანა დილის საათებში უნდა მიიღოთ. ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებების ადვილად მოსაპოვებლად კი კარგია შუადღის შხაპი. თუ ძალის ნაკლებობას გრძნობთ და ენერგიის მომატება გსურთ, ხშირად იბანავეთ სავსე მთვარის პერიოდში.
თუ ფინანსებში გიჭირთ და ფიქრობთ, რომ ხელი გეცარებათ, არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად იბანავეთ ყოველი კვირის ხუთშაბათ საღამოს. თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, პარასკევს იბანავეთ. შაბათს კი ბანაობა არ ვარგა, რადგან მთელი კვირის სევდა ერთბაშად მოგეძალებათ და ცუდ განწყობაზე დადგებით. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს ბანაობა ძალიან კარგია, ის შემდგომ კვირაში წარმატებების მიღწევისთვისაა აუცილებელი. ასე, იღბალსაც დაიბევებთ და დამდეგ კვირას ენერგეტიკული ჭუჭყისგან გათავისუფლებული შეხვდებით.