საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი

პანაშვიდზე სარკის დაფარვა — ტრადიციის წარმოშობა და მიზეზი | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

სიკვდილთან დაკავშირებით ხალხურ რწმენასა და უძველეს ტრადიციებში მყარადაა ფეხმოკიდებული ზოგი ისეთი ჩვეულება, რომლებსაც დღესაც ზედმიწევნით იცავენ ჭირისუფლები.

მათ შორისაა სარკეების ან ამრეკლი ზედაპირის მქონე საგნების დაფარვის წესიც.

ამ ჩვევასთან დაკავშირებით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რამდენიმე მითი არსებობს. ჩვენ სამ უმთავრესს გაგაცნობთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მითი პირველი:
სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული გარკვეული დროით შინ რჩება. და თუ მან სარკეში შეაღწია, სამუდამოდ იქ დარჩება და ვერ ამაღლდება ზეციურ სამყაროში;

- Advertisement -
Ad imageAd image

მითი მეორე:
სარკე სამყაროს შორის პორტალია, რომელსაც სულიერი ენერგიის ზონა გააჩნია. და თუ მას არ შევფუთავთ, გარდაცვლილის სული ამ ზონაში გადაინაცვლებს და ცხედრის დაკრძალვის შემდეგ, სული პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე სარკეში;

მითი მესამე:
თუ ადამიანი სარკეში მაშინ ჩაიხედავს, როცა სახლში მიცვალებული ასვენია, გარდაცვლილის სული მალე მიაკითხავს მას იმიერ სამყაროში წასაყვანად…

საიდან გაჩნდა სარკის დაფარვის წესი?

ერთი ვერსიით, სარკეების დაფარვის წესს იუდაიზმში ჩაეყარა საფუძველი და მას განსაკუთრებით იცავდნენ რაბინები.

საქმე ისაა, რომ იუდეველი ღვთისმსახურების მოსაზრებით, როცა შინ გარდაცვლილი ესვენა, ჭირისუფალი მხოლოდ თავის შინაგან განცდებზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და ყურადღება წვრილმანებზე არ უნდა გადაეტანა – მაგალითად იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა. ხოლო დაუფარავი სარკე მხოლოდ ხელს უწყობდა ადამიანის ცთუნებას და მწუხარების დროს ადამიანური სისუსტის გამოჩენას.

- Advertisement -
Ad imageAd image

წაიკითხეთ აქ: რა ეკრძალებათ ორსულ ქალებს: ხალხური ცრურწმენები და მეცნიერული ახსნა

გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიაც: იუდეველები, როგორც წესი, გარდაცვლილის სახლში ლოცვებს აღავლენენ ხოლმე, სარკესთან ლოცვა კი ებრაელებს ეკრძალებათ. ეს იმიტომ, რომ სარკის წინ ლოცვა საკუთარი თავის მიმართ თაყვანისცემას ჩამოჰგავს…

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი. 24 თებერვალი, 2024. https://shenihoroskopi.ge/საიდან-მოდის-პანაშვიდებზ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network