კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

0
437
ასტროლოგია

ვერძი ♈

გამოიყენეთ მიმდინარე მოვლენები და გარემოებები სოციალური სტატუსისა და საზოგადოებაში ავტორიტეტის ასამაღლებლად. როგორც სასიყვარულო, ასევე ახალი მეგობრული კავშირები, მალე დასრულდება. მოგზაურობისას სიფრთხილეა საჭირო.

კურო ♉

გარემოებების ცვლილება შეცვლის თქვენს მიზნებს. რაც უფრო აქტიური სოციალური ცხოვრებით იცხოვრებთ, მით მაღალ პოზიციებს დაიკავებთ საზოგადოებაში და სამსახურშიც. საყვარელ ადამიანთან კი, პრობლემებს შექმნის თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.

ტყუპები ♊

წარმატებით განვითარდება საბანკო, საშუამავლო, პოლიტიკური და სადაზღვევო საქმიანობა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კავშირს. საყვარელი ადამიანის მიმართ კი განსაკუთრებით მომთხოვნი და ეჭვიანი ნუ იქნებით.

კირჩხიბი ♋

თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის და მოგზაურობისათვის. სასიკეთოდ განვითარდება თქვენი ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებიც.

ლომი ♌

გაგიჭირდებათ სამსახურის საქმეების შესრულება. გზებზე მოძრაობისას აუცილებელია სიფრთხილე. ყურადღება მართებს ჯანმრთელობასაც. ამ რთული პერიოდის დაძლევას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ უახლოეს ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

ქალწული ♍

გაგიჩნდებათ სიახლის მოთხოვნილება. პირად ურთიერთობებში ნუ დამალავთ გრძნობებს და ეცადეთ ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინოთ. ნურაფერზე ინერვიულებთ, რათა ამან ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს.

სასწორი ♎

მშობლებთან კავშირი მეტად ჰარმონიული გახდება. შესაძლოა ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარება, სადაც უნდა ერიდოთ ეჭვიანობასა და მკაცრი მოთხოვნების წამოყენებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გააკონტროლეთ ემოციები. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

მორიელი ♏

რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ საზოგადოებაში, მით მეტი საქმიანი პერსპექტივა გაგიჩნდებათ. უცნობების მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს ნუ აჰყვებით. სასიყვარულო სფეროში კი სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

მშვილდოსანი ♐

გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა. პროფესიულ წინსვლას განაპირობებს სტრატეგიულად აზროვნების უნარი. შეიძლება დროებით მეუღლეზე, ან მასთან დაკავშირებულ გარემოებებზე დამოკიდებული გახდეთ, რაც უთანხმოების საბაბი გახდება.

თხის რქა ♑

გაიზრდება გადაადგილებებისა და კონტაქტების რაოდენობა. კარგი პერიოდია იმიჯის ცვლილების, მკურნალობის ჩატარებისა და მოგზაურობისათვის. პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდე შესაძლოა დაარღვიოს უეცარმა ნაცნობობამ ან კოლეგის მხრიდან განსაკუთრებულმა დაინტერესებამ.

READ  22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მერწყული ♒

სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. ოჯახის პრობლემები მოითხოვს თქვენს ჩარევას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. საყვარელ ადამიანს ეცადეთ არ ატკინოთ გული თქვენი მოქმედებებით.

თევზები ♓

მშვიდად გააანალიზეთ სიტუაცია და ადვილად გაართმევთ თავს ყველა სირთულეს. მატერიალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფრთხილად მოქმედება იქნება საჭირო. სასიყვარულო სფეროში აუცილებელი გახდება გარკვეული ცვლილებების შეტანა.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze