12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
3201

ვერძი

ცვლილებების დროა, შესაძლოა, მოგიწიოთ შორს გამგზავრება, ან თქვენი ქალაქიდან მოშორებით სამსახურის დაწყება. გაბედულად შეხვდით ახალი გამოცდილების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას.

კურო

შესანიშნავი პერსპექტივები იშლება თქვენს თვალწინ, თქვენი სურვილები მატერიალიზდება, ახლა შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაცია სათქვენოდ განავითაროთ.

ტყუპები

ერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და წყენებს. ცხელ გულზე შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ და მომავალში სანანებელი გაგიხდეთ.

კირჩხიბი

დღეს სასიკეთოა მოლაპარაკებები თანამოაზრეებთან და თანამშრომლებთან სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს ჯერ ნუ მიიღებთ.

ლომი

თქვენს ირგვლივ შესაძლოა, რაღაც სააშკარაოზე გამოვიდეს, ან შინაგანმა შეგრძნებებმა გაიძულოთ, მნიშვნელოვნად შეცვალოთ ურთიერთობები და სიახლეები შეიტანოთ თქვენს ფასეულობებში.

ქალწული

მიუხედავად სიძნელეებისა, თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ უსიამოვნო სიტუაციას და, უფრო მეტიც, შეიძინოთ ახალი მოკავშირეები საერთო საქმის წარმატებით გასაგრძელებლად.

სასწორი

რომანტიკული თავგადასავლების დროა, გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაღაც ისეთი, რისი ყიდვაც დიდი ხანია გინდოდათ.

მორიელი

შესაძლოა, რაღაც უცნაური მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ახალი საინტერესო ნაცნობობა, ან შემოთავაზება, რომელიც სასიკეთო აღმოჩნდება თქვენთვის.

მშვილდოსანი

ნუ მოახვევთ თავს კოლეგებსა და ახლობლებს თქვენს იდეებსა და შეხედულებებს, ნუ ეცდებით მათ მართვასა და მანიპულაციას. ამ ეტაპზე, სხვათა საქმეებში ჩარევა არ არის რეკომენდებული.

თხის რქა

იყავით თავშეკავებული, ამ ეტაპზე, არ ღირს სამსახურიდან წამოსვლა, ან ხელშეკრულებების პირობების დარღვევა. იყავით მომთმენი და რთული სიტუაციები, კომპრომისების საშუალებით ეცადეთ, მოაგვაროთ.

მერწყული

მიენდეთ შექმნილ გარემოებებს და მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე სიტუაციას, ახლა დაჩქარებული ტემპით შეიძლება განვითარდეს ბევრი რამ და, ამიტომ, იყავით მზადყოფნაში.

თევზები

საქმიან სფეროში წინსვლა და პროგრესია, მაგრამ სასურველია, არ იჩქაროთ და გააზრებულად შეხვდეთ ცვლილებებს, მალე აქტიურობის დრო დადგება.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze