ნახეთ როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს

0
3038

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

15 ივლისი

ამ დღეს მიიღებთ მნიშვნელოვან მინიშნებას, რომლის მიხედვითაც, მიხვდებით, რომ ცვლილებების დროა. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ამ ეტაპზე არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს, მაგრამ იგრძნობთ საჭიროებას, რომ ასე გაგრძელება აღარ შეგიძლიათ და რაღაც სხვაგვარად უნდა გააკეთოთ.

16 ივლისი

ყველაზე მარტივი და ამავდროულად, ყველაზე რთული ამოცანა ადამიანის ცხოვრებაში არის ის, რომ ბედნიერი იყოს. ყოველთვის არსებობს ბედნიერების თუნდაც პატარა მიზეზი და ამ დღეს გექნებათ შანსი, რომ სწორედ ეს მიზეზი აღმოაჩინოთ, მოულოდნელი სიურპრიზი შეგხვდეთ, დადებითი ემოციები მიიღოთ და გახალისდეთ.

17 ივლისი

ამ დღეს შესაძლოა, მომატებული შფოთვა, გაღიზიანებადობა იგრძნოთ, უიმედობის განცდამ შეგიპყროთ და იფიქროთ, რომ ყველაფერი ცუდადაა. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, ემოციური არასტაბილურობა მალე დამთავრდება და მოტივაციას კვლავ იპოვით. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგანაც მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, ისეთ რაღაცებზე თქვათ უარი, რაზეც წესით, არ უნდა გეთქვათ. გაატარეთ დღე მშვიდად და დაკავდით საყვარელი აქტივობებით.

18 ივლისი

აღნიშნულ დღეს შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი უნარები და ჩვევები, მოტივაცია და შემართება აღმოაჩინოთ და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე ვერ ბედავდით. ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ოცნებებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ.

19 ივლისი

ეს განახლების დღეა. აღმოაჩენთ, რომ თქვენს გონებაში ნელ-ნელა არეული ფიქრები ლაგდება და ზუსტად დაინახავთ, რისი გაკეთება გსურთ, რომ ბედნიერი და წარმატებული იყოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გააკეთოთ, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ტოქსიკური, არასასიამოვნო ურთიერთობები გაქვთ, დაიწყოთ ახალი საქმის შესწავლა ან იმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ და ვერ ახერხებდით.

20 ივლისი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება, დაფიქრდით, იქნებ, ძველისგან საბოლოოდ არ გათავისუფლებულხართ… ამ დღეს ყველა მოძველებული, არასაჭირო ნივთი სახლიდან გაიტანეთ, საფუძვლიანად დაასუფთავეთ გარემო და ესაუბრეთ საკუთარ თავსაც. თუ ხართ ურთიერთობებში, რომლებიც თქვენზე ცუდ ზეგავლენა ახდენს და თავს ცუდად გაგრძნობინებთ, მაშინ, ჯობს, გათავისუფლებაზე იფიქროთ.

21 ივლისი

ამ დღეს შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და სასიამოვნო თავგადასავალში ჩაგრთავთ. ეს შეიძლება იყოს კოლეგა, უფროსი მეგობარი, მასწავლებელი, საყვარელი ადამიანი, მეგობარი თუ სხვა. გარდა ამისა, შესანიშნავი დროა იმისათვის რომ თქვენთვის ახლობელ ადამიანებს შეეხმიანოთ, გასეირნება, საუბარი შესთავაზოთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ. განტვირთვა კი დაგეხმარებათ, რომ მომდევნო კვირა შემართებით დაიწყოთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze