რატომ სჯობს ფულის გასესხება დილით – ხალხური რჩევები ფულსა და ბარაქაზე

ფულის გასესხება დილით — ხალხური რჩევები ბარაქაზე | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
1 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ამბობენ, რომ ცრურწმენებს ძალა არ გააჩნია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარსულიდან გადმოყოლილი მცდარი ჩვეულებაა, რომელიც ადამიანს გავლენაში აქცევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ანიჭებს მნიშვნელობას შავი კატის, სუფრაზე მარილის დაბნევის, სარკის გატეხვის და კიდევ უამრავ ფაქტორს.

ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნით, გადავწყვიტეთ, ამიერიდან მსოფლიოს ამა თუ იმ ეთნოსისთვის დამახასიათებელი რიტუალები და ცრურწმენები გაგაცნოთ სხვადასხვა თემატიკაზე, იქნება ეს ბარაქა, ოჯახური ბედნიერება თუ შვილოსნობის საკითხი.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, გავეცნოთ ხალხში შემორჩენილ უძველეს წეს-ჩვეულებებს და ზოგიერთი მათგანის შესახებ უფრო ვრცლადაც ვიმსჯელოთ ფორუმზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დღეს ფულის და მატერიალური დოვლათის შესახებ ვისაუბრებთ. ერთად გადავხედოთ ძველი სლავების წეს-ჩვეულებებს და ცრურწმენებს ამ კუთხით.. თუ გნებავთ, დავტესტოთ კიდეც.

- Advertisement -
Ad imageAd image

მაშ ასე, საიმისოდ, რომ ფინანსური პრობლემები ნაკლებად დაგემუქროთ:

კვირის ბოლოს აუცილებლად მოაგროვეთ საფულეში დარჩენილი მთელი ხურდა ფული და უპოვრებს დაურიგეთ. ძველ სლავებს სჯეროდათ, რომ ვინც ასე არ აკეთებს, იგი მხოლოდ ხურდა ფულით იქნება “მდიდარი” მთელი ცხოვრება.

როცა ფულის სესხება გიწევთ, სასურველია, ამ მომენტში ხელით სამი თითის კომბინაცია გააკეთოთ ზურგს უკან ან ეს ხელი ჯიბეში გედოთ. მართალია, არცთუ ეთიკური საქციელია, მაგრამ სამაგიეროდ, ასე მალე დააბრუნებთ ვალს.

ფულის გასესხება დილით ჯობია, მიჩნეულია, რომ ასე ფულს ფული მოაქვს.

არასოდეს გაასესხოთ ფული საღამოს საათებში, თქვენი ბარაქა მსესხებელს გაჰყვება. ეს სიღარიბის ნიშანია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). რატომ სჯობს ფულის გასესხება დილით – ხალხური რჩევები ფულსა და ბარაქაზე. 25 მარტი, 2024. https://shenihoroskopi.ge/რატომ-სჯობს-ფულის-გასესხ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. რატომ სჯობს ფულის გასესხება დილით – ხალხური რჩევები ფულსა და ბარაქაზე [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%ae/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network