საყურადღებო თარიღი აგვისტოში – რა (არ) უნდა გააკეთოთ ამ დღეს

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
1 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ასტროლოგები გირჩევენ, რომ აგვისტოში, ამ თარიღისათვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგანაც პლუტონის ენერგიის გავლენით, შესაძლოა, თქვენი გეგმები თავდაყირა დადგეს:

19 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარე გველოდება. ამავდროულად, მერწყული ლომის საპირისპირო მხარეს იქნება. მერწყულისა და ლომის ოპოზიცია ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია წონასწორობის პოვნისა და შენარჩუნების თვალსაზრისით.

რა არ უნდა გააკეთოთ?

მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და დრო მშვიდად გაატარეთ. როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნულ პერიოდში კონფლიქტების რისკები იმატებს და ადამიანებს ერთმანეთის იმაზე ცუდად ესმით, ვიდრე ჩვეულებრივ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ნუ მიიტანთ გულთან ყველა წვრილმანს. მომატებული ემოციური ფონის გამო, ისიც კი, რაც სრულიად უმნიშვნელოა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ და ამის გამო კამათში ჩაერთოთ. გახსოვდეთ, სხვისი სიტყვები თქვენს ღირებულებებს არ განსაზღვრავს.

ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. შედეგით შესაძლოა, განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

თუ შესაძლებლობა გექნებათ, ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და საქმეებს.

რისი გაკეთება შეგიძლიათ?

ივარჯიშეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური. ეს სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. გაისეირნეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იცეკვეთ და სასიამოვნო საქმით დაკავდით.

- Advertisement -
Ad imageAd image

დრო ჰობის დაუთმეთ. გაიხსენეთ ძველი ჩვევები და ახალიც მიამატეთ. ეს თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. დაკავდით შემოქმედებითობით.

დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს, ჩაერთეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადადაც შესანიშნავი საქმეა. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მსგავსი აქტივობების აღნიშნულ თარიღებში განხორციელება თქვენთვისაც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება და სიკეთესა და გამართლებას თავადაც იგრძნობთ.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi