4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
85

ვერძი

ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, პირად-სასიყვარულო ფრონტზეც უკეთესობაა. მთავარია, ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ.

კურო

საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ძირითადი ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმეთ. ჯანმრთელობა და ხალისიანი განწყობა ხელს უწყობს თქვენს პროდუქტიულობას.

ტყუპები

იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე. წარმატებული დღეა, სარგებლიანია მოლაპარაკებებისა და ახალ პროექტებთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება. საღამოს კარგად დაისვენეთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, აქტუალური იყოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. გაითვალისწინეთ, რომ სახლის ყიდვა-გაყიდვა ან მსგავსი თემები ახლა არ არის ხელსაყრელი. თუ ამის აუცილებლობაა, სთხოვეთ დახმარება გამოცდილ, სანდო ადამიანებს.

ლომი

შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო, გონიერ, ცნობილ ადამიანებს. ეს შეხვედრები და ურთიერთობები შესაძლოა, გახდეს თქვენი მოტივაცია და შთაგონების წყარო. კარგია ბუნებაში დასვენება.

ქალწული

კარგი იქნება, თუ ამ დღეს მთლიანად აქტიურ დასვენებას დაუთმობთ, მნიშვნელოვანი კვირა იწყება.

სასწორი

მიჰყევით საქმეებს ქრონოლოგიურად, დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით, კარგი იქნება გარემოს შეცვლა, ახალი ადამიანების გაცნობა, შეხვედრები. დღეს განმარტოებას არ გირჩევთ.

მორიელი

იწყება თქვენი ენერგეტიკული აღმავლობის პერიოდი, ახლა გაქვთ შესაძლებლობა, ნაკლები ძალისხმევით მოაგვაროთ საოჯახო თუ საქმიანი პრობლემები. სიახლეებისა და სასიყვარულო თავგადასავლების დროა.

მშვილდოსანი

იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, განაახლეთ გარდერობი, მაგრამ ფული გონივრულად დახარჯეთ, ყურადღება მიაქციეთ კონტაქტებს და გულმოდგინედ შეარჩიეთ ადამიანები თქვენს გარემოცვაში.

თხის რქა

შესაძლოა, სახლიდან დაგჭირდეთ საქმეების მართვა, მართალია, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ საჭიროა და არ იზარმაცოთ. დასვენებაც არ დაგავიწყდეთ, წინ რთული კვირაა.

მერწყული

გარშემომყოფების დაუფიქრებელმა ქცევებმა და ფრაზებმა, შესაძლოა, თქვენი წყენა და გაბრაზება გამოიწვიოს. შეეცადეთ, იყოთ მეტად მიმტევებელი და გააკონტროლეთ ემოცია.

თევზები

ურთიერთობებში მეტი გონივრულობა გმართებთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა, ჩართეთ თქვენი უნიკალური ინტუიცია, იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით და იყავით მშვიდად.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze