ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ – ისინი არასდროს გიღალატებენ

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ – ისინი არასდროს გიღალატებენ | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ამ ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყული) ქვეშ დაბადებული ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან, რომელთა იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ამასთან, ისინი ძალიან კრეატიულები არიან  და თუ რამე იდეა გაუჩნდათ, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ.

ფიქსირებულ ნიშნებთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპები, რომ ისინი ჯიუტები, მიზანდასახულები არიან, აქვთ საკუთარი მოსაზრებები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.

კურო

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეს არის ზოდიაქოს პირველი ფიქსირებული ნიშანი, გაზაფხულის შუა ნიშანი და მიწის სტიქიას მიეკუთვნება. კურო, რომელსაც ვენერა მართავს, სილამაზეს და სიუხვეს წარმოადგენს, მათ შორის, ცხოვრებისეულ სიამოვნებებს, როგორიცაა საკვები და ფუფუნების საგნები. ოთხივე ფიქსირებული ნიშნიდან კურო ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მატერიალურ სამყაროს. ისინი ძალიან შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან,  ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად. მიწის სტიქიის წყალობით, ისინი ყველაზე ჯიუტებად ითვლებიან ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის. და კიდევ – უდავოა, რომ მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება,

- Advertisement -
Ad imageAd image

ლომი

ეს არის ზაფხულის ფიქსირებული ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ენერგიას უჭერს მხარს. ლომი მართავს ყველაფერს, რაც შინაგანი სამყაროს ნაპერწკლიდან მოდის, მათ შორის, ვნებას, თვითგამოხატვას და შემოქმედებითობას. ისევე როგორც ცეცხლის სტიქია და მზე, რომელიც მათ ნიშანს მართავს, ლომები ძალიან ვნებიანი, ექსპრესიულები არიან და იმიტომ დაბადნენ, რომ,ლიდერები იყვნენ. მათი მნიშვნელოვანი მახასიათებელია კეთილშობილება, ყოველთვის ცდილობენ, რომ დაიცვან ახლობელი, ძვირფასი ადამიანები. ლომების ფიქსირებული ენერგია ურყევ ერთგულებაში ვლინდება.

მორიელი

მორიელი,  შემოდგომის ფიქსირებული ნიშანი, მართავს ყველაფერს, რაც ინტუიციური და ემოციური სფეროდან მოდის, როგორც ეს წყლის სტიქიას შეეფერება. ეს მოიცავს წარმოსახვას, ემოციებს, ცხოვრების ღრმა საიდუმლოებებს და ინტუიციას. ამის გამო მორიელები წინა ორ ფიქსირებულ ნიშანთან შედარებით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მარტოობისა და ინტროსპექციისკენ. მათ აქვთ სამყაროს უნიკალური ხედვა და მიდრეკილნი არიან დაინახონ ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. თუ მორიელს აქვს საკუთარი შეხედულება რაიმეს ან ვინმეს შესახებ, მის გადარწმუნებას ნუ შეეცდებით – აზრი არ აქვს.

მერწყული

- Advertisement -
Ad imageAd image

მერწყული ზამთრის ფიქსირებული ნიშანი და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია. მერწყული მართავს ყველაფერს, რაც გონებიდან მოდის, მათ შორის, იდეებს, პერსპექტივებს, ინოვაციებს, არსებული სტრუქტურების რეორგანიზაციას. იგი პატივისცემით ეპყრობა ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. მერწყულის ნდობა უპრობლემოდ შეიძლება. მორიელების მსგავსად, მერწყულებს აქვთ ძალიან მტკიცე შეხედულებები და რწმენა და უნარი, გამოხატონ ეს ყველაფერი ისე, რომ მათ მოუსმინონ. ისინი ასევე ძალიან შეუპოვრები არიან. თუ არსებობს საქმე, რომლისაც სჯერათ, დაბრკოლებების მიუხედავად მისთვის  მაინც იბრძოლებენ.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ – ისინი არასდროს გიღალატებენ. 18 ოქტომბერი, 2024. https://shenihoroskopi.ge/ზოდიაქოს-ნიშნები-რომლებ-15/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ – ისინი არასდროს გიღალატებენ [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91-15/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network