ვერძი
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა დღეს ძალიან ნაყოფიერი იქნება. ამ დღეს გაიზრდება ორგანიზაციული უნარები, ხიბლი და სექსუალობა. შესაძლებელი გახდება გეგმებისა და იდეების განხორციელება.
კურო
დღეს, ყურადღების ცენტრში იქნებით. ყველაზე ძლიერი და ამბიციური სურვილების განხორციელება გელით. კარგი პერიოდია კომერციული კავშირების, პირადი ურთიერთობების გასავითარებლად. უნდა ელოდოთ ბიზნეს წინადადებებს. თქვენ მიაღწევთ ფინანსურ წარმატებას პარტნიორების, ან გავლენიანი მფარველების დახმარებით. შესანიშნავი დროა საპირისპირო სქესთან კომუნიკაციისთვის. ჰარმონიული ურთიერთობის ალბათობა ძალიან მაღალია.
ტყუპები
დღეს, თქვენი ბიზნეს საქმიანობა შედეგს მოიტანს, თუმცა ეს მცირე გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს თანამდებობაზე და ავტორიტეტზე.
კირჩხიბი
ახალი მოკავშირეების გაჩენის ალბათობა იზრდება. ბიზნეს შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები თქვენგან ითხოვენ მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და ორგანიზებას. საუკეთესო დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.
ლომი
ყოველდღიურ საკითხებში, გადაჭარბებულმა გულუბრყვილობამ შეიძლება სამსახურში შეცდომებამდე მიგიყვანოთ, ან მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები შექმნას. ვარსკვლავები გვირჩევენ, ფრთხილად იყოთ პარტნიორებთან და არ ენდოთ უცხო ადამიანების აზრს. წარმატების გასაღები არის საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობა და სარისკო საქმიანობებზე უარის თქმა.
ქალწული
ხელსაყრელი დღე ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად, პარტნიორებთან შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. ეს განსაკუთრებით ქალწულ ბიზნესმენებს ეხება. ნებისმიერი წამოწყება მოგვიანებით კარგ შედეგს მოიტანს. ასევე, ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში სიახლეებისათვის.
სასწორი
ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ იპოვოთ ახალი მოკავშირეები ან მფარველები, რომელთა დახმარება დადებითად იმოქმედებს თქვენს საქმეებზე. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, ასევე, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად. არ არის გამორიცხული, კარიერული კიბის მაღალ საფეხურზე ასვლა. ეცადეთ, ამ დღეს, ალკოჰოლს მოერიდოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა პოზიტიური ცვლილებებისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ მაღალი მიზნების მიღწევაში. ამასთან, ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს: რთული საქმეების გადაწყვეტა ერთ დღეში შეუძლებელია.
მშვილდოსანი
დღე შეიძლება, მძიმე იყოს. ბიზნეს სექტორში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის, ეს დღე კიდევ უფრო მძიმედ ჩაივლის. ეცადეთ, პოზიტივი შეინარჩუნოთ. საუკეთესო დღეა, რათა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები მოაწესრიგოთ, ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
თხის რქა
ვარსკვლავები დიდი ხნის სურვილის, ან გეგმის განხორციელებას გპირდებიან. არ არის გამორიცხული, გავლენიანი ნაცნობების გაჩენა, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ. დღე ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
მერწყული
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. მსხვილი შენაძენები ან კომერციული გარიგებები მოგებიანი იქნება.
თევზები
თევზებს საინტერესო შეხვედრები ელით, განსაკუთრებით ქალებს. თევზები მამაკაცები უნდა იყვნენ მომთმენი და ტაქტიანი. შესაძლებელია, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვა. ყველაფერი თქვენს დიპლომატიურ უნარებზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები