ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ხანგრძლივი კარმული ციკლი 2024 წლის ბოლოს დასრულდება და განახლებული ეტაპი დაიწყება

0
49
ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგია

2024 წლის შემოდგომაზე შინაგანი ტრანსფორმაციის პლანეტა, პლუტონი, თხის რქის სტატიკურ ნიშანს უბრუნდება. ეს პერიოდი გვაძლევს შანსს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ საკუთარ ცხოვრებას და მოძველებული, ტოქსიკური ურთიერთობებისა და საქმეებისაგან საბოლოოდ გავთავისუფლდეთ. 2024 წლის 19 ნოემბრის შემდეგ, როდესაც პლუტონი საბოლოოდ მერწყულის ნიშანში გადავა, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. ასტროლოგები ამბობენ, რომ ახლა ადამიანებს აქვთ შანსი, 16-წლიანი კარმული ციკლი დაასრულონ და საბოლოოდ ჩააბარონ წარსულს ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც 2008 წლიდან აწუხებთ.

კირჩხიბი
თქვენთვის დამოუკიდებლობის და პირად ურთიერთობებში საზღვრების მკაცრად დაცვის ეტაპი იწყება. სინამდვილეში, სწორედ ესაა ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც გასულმა წლებმა და გამოცდილებებმა გასწავლათ. ახლა კი ემოციურადაც და გონებრივადაც სრულად მზად ხართ, გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც თქვენს შეხედულებებს ზუსტად შეესაბამებიან და მასზე ნაკლებს არ დაკმაყოფილდეთ. გარდა ამისა, 2024 წლის ბოლომდე მოგიწევთ, წარსულში დატოვებულ ურთიერთობას საბოლოოდ დაემშვიდობოთ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ურთიერთობა თქვენთვის კარგი გაკვეთილი იყო. შესაძლოა, ახლა ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გაქვთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, როდესაც პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში გადავა, თავსატეხის დაკარგულ ნაწილებს იპოვით და ყველაფრის გაანალიზებას შეძლებთ. ხოლო, როდესაც პლანეტა სატურნი 2025 წლის მარტში თევზების ნიშანში გადავა, საკუთარი თავის სრულად გამოხატვას და თქვენი მიზნებისთვის უფრო აქტიურად ბრძოლას შეძლებთ.

სასწორი
პლანეტა პლუტონის თხის რქის ნიშანში ყოფნა თქვენთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო, რომელმაც ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ გასწავლათ და მიგახვედრათ, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლუტონის თხის რქაში ყოფნა თქვენი ემოციური ინტელექტისა და სულიერი სფეროს განვითარებაში გეხმარებათ. ასევე, იმის გააზრებაში, რომ უპირობო სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამავდროულად, პლუტონი თხის რქაში გეხმარებათ, საკუთარი თავის ახალი მხარეები აღმოაჩინოთ და საბოლოოდ დაიწყოთ იმის შესწავლა და განვითარება, რაც შინაგანი წონასწორობის მიღწევაში დაგეხმარებათ. ბოლო წლებში მიღებული გამოცდილება თქვენს კარიერაზე მალე აისახება და მომდევნო წლიდან თქვენთვის საკმაოდ წარმატებული პერიოდი დაიწყება… ვრცლად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze