8 ნოემბრიდან ზამთრის ენერგია შემოდის… – ნახეთ, რა სირთულეებია მოსალოდნელი და სად გელით წარმატება

0
53

ჩინური კალენდრის მიხედვით, 8 ნოემბრიდან ზამთრის სეზონის ენერგია შემოდის და თითოეული ადამიანი მნიშვნელოვან ცვლილებას იგრძნობს. ნოემბერს წყლის ენერგია მართავს. წყლის ენერგიის მთავარი ემოცია კი შიშია. ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, ნოემბრის განმავლობაში არაერთი დილემისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდეთ და თითოეული გადაწყვეტილების წინ ერთგვარი შიში, შფოთვა, დაბრკოლება ვიგრძნოთ.

ნოემბერში, ალბათ, ადამიანთა უმეტესობას ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება, რადგანაც როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარე თვეს წყლის ენერგია მართავს და მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას ვგრძნობთ.

იმის გამო, რომ წყლის ენერგია ძლიერდება, კონფლიქტებისა და დაძაბულობების რისკი იმატებს. ამიტომ, ამ თვის განმავლობაში განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. შესაძლოა, მცირე კამათი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

თუმცა, ეს თვე კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ რამდენი ცუდი ამბავიც არ უნდა მოხდეს, ირგვლივ სულ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გვერდით დაგვიდგნენ, მხარი დაგვიჭირონ და დაკარგული მოტივაციის თავიდან აღმოჩენაში დაგვეხმარონ. თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაინახავთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი, ვისი იმედი უნდა გქონდეთ სულ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით, გადაფასების თვეცაა, რადგანაც შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ ის, ვინც გეგონათ, რომ ყველაფერში მხარს დაგიჭერდათ, თქვენი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა. ან კიდევ, პირიქით. შესაძლოა, ემოციურად რთული იყოს, ადამიანებით იმედგაცრუებაც იგრძნოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჯობს, ურთიერთობებში სიცხადე შემოიტანოთ, ვიდრე წლების განმავლობაში ილუზიებში იცხოვროთ.

თვის განმავლობაში მეგობრებთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა ხშირად დაგეგმეთ. ახლა დადებითი და კეთილი ემოციები განსაკუთრებით გჭირდებათ, რომ ემოციურად შედარებით რთული პერიოდი უმტკივნეულოდ გაიაროთ. ეს დიდ მოტივაციას მოგცემთ და სასიამოვნო ენერგია დაგეხმარებათ, რომ დასახულ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ თვის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა აქტივობა დაგეგმოთ. შესაძლოა, თქვენი შრომისა და მონდომების შედეგი ზუსტად თვის ბოლოს ვერ დაინახოთ, მაგრამ წლის ბოლომდე აუცილებლად გამოგადგებათ, მიიღებთ ახალ საქმიან შეთავაზებებს, საინტერესო ინიციატივებს და დაწინაურდებით.

ნოემბრის წყლის ენერგია ახალი ცოდნის მისაღებად შესანიშნავია. ამიტომაც, თუკი დიდი ხანია გინდათ, რაიმე შეისწავლოთ, თქვენი თავი და შესაძლებლობები განსხვავებული მიმართულებებით სცადოთ, ახლა ამის კარგი საშუალება გაქვთ.

ეს თვე გიბიძგებთ, რომ საკუთარ ემოციებს, შინაგან შიშებს ყურადღებით მოუსმინოთ და აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში. ასტროლოგების თქმით, პირადი და საქმიანი ურთიერთობების განვითარების კუთხით, საკმაოდ აქტიური თვე იქნება. მთავარია, რადიკალური და სპონტანური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და სიტუაცია სწორად შეაფასოთ. სხვა მხრივ, პროგრესის კარგი შესაძლებლობა გაქვთ.

ნოემბრის წყლის ენერგია 7 დეკემბრამდე გავრცელდება. იქამდე კი, ბევრი აღმოჩენა, საკუთარი აზრების, დამოკიდებულებების გადაფასება და სიახლეები გველის.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze