რა სახის საჩუქრით მოიგებთ ქალის გულს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
137

მამაკაცებო, გაინტერესებთ რა სახის საჩუქრით უნდა გაახაროთ საყვარელი ქალი საიმისოდ, რომ მისი გული მარტივად მოიგოთ? ამის გარკვევა ყველაზე იოლად, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება. ასე რომ, გადახედეთ ქვემოთ მოცემულ სტატიას და დროულად დაიჭირეთ თადარიგი “გმირობის” ჩასადენად…

ვერძი

მას პრაქტიკული საჩუქრები უყვარს. აჩუქეთ ორიგინალური დიზაინის სათვალე, ლამაზი შარფი, სპა-სალონის ან სოლარიუმის აბომინენტი, დაგეგმეთ ქალაქგარეთ მასთან ერთად რომანტიკული უიქენდი, იგი უბრალოდ აღფთრთოვანდება ამით.

კურო

კუროსთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ძვირად ღირებული კოსმეტიკის ნაკრები, ძვირფასი ქვებით გაწყობილი მასიური სამაჯური ან კულონი, ასევე სადილი რესტორანში სადაც ქალაქის საუკეთესო შეფ-მზარეული ამზადებს კერძებს.

ტყუპი

ტყუპის აღფრთოვანება რომ დაიმსახუროთ, აჩუქეთ მას უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი ან აიპადი. მას ასევე გაახარებს სამკაულების ნაკრები, ან ლამაზი ხელჩანთა.

კირჩხიბი

კირჩხიბის გული თუ გინდათ მოიგოთ, მას აუცილებლად უნდა აჩუქოთ ძვირად ღირებული სუვენირი, რომელსაც იგი თაობებს შეუნახავს, როგორც რელიკვიას. სასურველია, ეს ნივთი იყოს ხელნაკეთი.

ლომი

ლომისთვის საჩუქრის შეძენა თქვენს ბიუჯეტს საკმარისზე მეტად შეარყევს, ეს იმიტომ, რომ იაფფასიანი ნივთის ჩუქების შემთხვევაში, ძუ ლომის მხრიდან პატივისცემას უმალ დაკარგავთ. აჩუქეთ მას დახვეწილი დიზაინის მქონე ოქროს სამკაული, მიიწვიეთ კარგ სპექტაკლზე ან გაანებივრეთ მდიდრულ რესტორანში ვახშმით.

ქალწული

თუ გინდათ ქალწული გაახაროთ, აჩუქეთ მას რაც შეიძლება კარგი ხარისხის კოსმეტიკური ნაკრები ან ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ფასდაკლებით ვიზიტის აბონიმენტი. მას ასევე გაახარებს ძვირად ღირებული თეთრეულის კომპლექტიც.

სას­წო­რი

სას­წო­რის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­ჩუ­ქარს, თან ტკბი­ლე­უ­ლის ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი ნაკ­რე­ბიც ახ­ლდეს. სა­ჩუქ­რის სა­ხით კი შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ ლა­მა­ზი ბრო­ში, თმის სა­მაგ­რი ან უცხო დი­ზა­ი­ნის სა­ყუ­რე.

 

მო­რი­ე­ლი

სა­ი­მი­სოდ, რომ მო­რი­ელს სა­ჩუქ­რით ასი­ა­მოვ­ნოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კარ­გად გა­ი­სარ­ჯოთ. აჩუ­ქეთ მას პი­კან­ტუ­რი სურ­ნე­ლის მქო­ნე სუ­ნა­მო, სექ­სუ­ა­ლუ­რი თეთ­რე­უ­ლი ან კარ­გი ხა­რის­ხის ოქ­როს სამ­კა­უ­ლი, სა­სურ­ვე­ლია კუ­ლო­ნი ან სა­მა­ჯუ­რი.

READ  ფინანსური შეთვაზებები და ბედნიერების დიდი შანსი - ვის რა ელის დღეს

 

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დოს­ნის გუ­ლის მო­სა­გე­ბად ყვე­ლა­ზე ნა­ცა­დი გზა, მის­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი უი­ქენ­დის მო­წყო­ბაა, რო­მე­ლი­მე მთი­ან კუ­რორტზე. გარ­და ამი­სა, შე­გიძ­ლი­ათ მას თა­მა­მად აჩუ­ქოთ პა­ტა­რა ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც იგი თვა­ლის­ჩი­ნი­ვით გა­უფრ­თხილ­დე­ბა.

 

თხის რქა

თუ თხის რქის­თვის სა­ჩუ­ქარს არ­ჩევთ აქ­ცენ­ტი ხა­რისხთან ერ­თად, მის პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზეც უნდა გა­ა­კე­თოთ. აჩუ­ქეთ მას ძვირ­ფა­სი სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის ნაკ­რე­ბი, ოფი­სის ლა­მა­ზი სუ­ვე­ნი­რი ან საქ­მი­ა­ნი ქა­ლის­თვის გა­მო­სა­დე­გი, მდიდ­რუ­ლი ტყა­ვის ხელ­ჩან­თა.

 

მერ­წყუ­ლი

თუკი მერ­წყუ­ლი გინ­დათ სა­ჩუქ­რით გა­ა­ო­ცოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თქვე­ნი ფან­ტა­ზი­ის მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ი­ყე­ნოთ ამ მხრივ. მერ­წყუ­ლი ძა­ლი­ან და­ა­ფა­სებს თქვე­ნი მხრი­დან მის­თვის მო­წყო­ბილ, იმპრო­ვი­ზე­ბულ კა­რა­ო­კეს. იგი ასე­ვე აღ­ფრთო­ვან­დე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მი­სა და დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ლა­მა­ზი სამ­კა­უ­ლით ან თავ­სა­ბუ­რა­ვით.

 

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჩუ­ქა­რი, ყვა­ვი­ლე­ბის ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლია. გარ­და ამი­სა, თუკი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ თა­ი­გულს დახ­ვე­წი­ლი ხა­რის­ხის სამ­კა­ულს ან კოს­მე­ტი­კის ნაკ­რებ­საც და­უ­მა­ტებთ, თევ­ზი ქალი ერ­თი­ო­რად მო­ხიბ­ლუ­ლი დაგ­რჩე­ბათ.

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze