27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

ვერძი

დღეს, სჯობს, გაერიდოთ სხვადასხვა გარჩევებსა და პრობლემურ საკითხებში ჩართვას, თუმცა უახლოეს მომავალში, თქვენი მოსაგვარებელი საქმე თქვენვე უნდა მოაგვაროთ .

კურო

საუკეთესო იქნება, თუ თქვენს ბობოქარ ემოციებს სწორ მიმართულებას მოუძებნით, მთავარია, არ აჰყვეთ ნეგატიურ მუხტს, რადგან ამგვარად თქვენც დაზარალდებით და ირგვლივ მყოფებსაც მიაყენებთ ზიანს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტყუპები

ღრუბლებში როგორც უნდა დაფრინდავდეთ, სადღაც გონების სიღრმეში, ფხიზლობს პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა, რომელიც საშუალებას არ მოგცემთ, შეცდომები დაუშვათ.

კირჩხიბი

სასურველია თავისუფალი დრო დაუთმოთ მეგობრებთან ურთერთობებს თუნდაც სოციალური ქსელით ან ახალ ნაცნობებთან საინტერესო საუბრებს. დღეს ნამდვილად არ ხართ სერიოზული საქმეებისთვის განწყობილი.

ლომი

- Advertisement -
Ad imageAd image

ნუ დაიწყებთ საკუთარი თავის კრიტიკას და ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს. უბრალოდ, საკმარისია, გადაერთოთ სამომავლო გეგმებზე.

ქალწული

სწორად განსაზღვრეთ თქვენი გეგმების განხორციელების ნაბიჯები, ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, მოქმედებისთვის და მნიშვნელოვანი სხვა საქმეების განხორციელებისთვის, ჯერ შესაფერისი დრო არ არის.

სასწორი

დღეს, ადვილად მოთოკავთ ნეგატიურ ემოციებს და მშვიდად მოიგერიებთ უადგილო შენიშვნებსა და გამოხდომებს, თუმცა, ეცადეთ გულში წყენა არ ჩაიდოთ და დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები.

მორიელი

შესაძლოა, თავს მოგახვიონ სხვისი ვალდებულებები, თუმცა თქვენი დიპლომატიურობისა და ინტუიციის კარნახით, იოლად დაიძვრენთ თავს ახალი პასუხისმგებლობისგან და მშვიდად განაგრძობთ თქვენს გზას.

მშვილდოსანი

ყურადღებით მოიფიქრეთ სამოქმედო გეგმა, განსაზღვრეთ საქმის ყოველი დადებითი და უარყოფითი შედეგი, გაითვალისწინეთ რეალობა და ნუ აჰყვებით ნაჩქარევად მხოლოდ თქვენს სურვილებს, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

თხის რქა

დღეს, უჩვეულოდ მეოცნებე და ნათელი იდეებით სავსე ხართ, თუნდაც ვერც ერთი იდეა ვერ აქციოთ სინამდვილედ , ეს განწყობა დიდხანს დარჩება თქვენს გულში და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს.

მერწყული

პრობლემები ფინანსური საკითხებისა და ურთიერთობების შესახებ სულს აგიფორიაქებთ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იპოვოთ გამოსავალი. იყავით უფრო მოქნილი და გულახდილი მეგობრებთან.

თევზები

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ ჩაიდებთ წყენას გულში, სჯობს, პირისპირ გულახდილად თქვათ სათქმელი და არ გაამწვავოთ სიტუაცია. მოუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi